ზბიგნევ ჰუბერტ ციბულსკი (პოლ. Zbigniew Hubert Cybulski; დ. 3 ნოემბერი, 1927 — გ. 8 იანვარი, 1967) — პოლონელი თეატრისა და კინოს მსახიობი. პოლონური კონოს ლეგენდა.

ზბიგნევ ციბულსკი

ზბიგნევ ციბულსკის ბიუსტი კელცეში
დაბადების სახელი ზბიგნევ ჰუბერტ ციბულსკი
დაბადების თარიღი 3 ნოემბერი, 1927
კნიაჟე
გარდაცვალების თარიღი 8 იანვარი, 1967
ვროცლავი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1954-1967 წწ.

ზბიგნევ ციბულსკიმ 1953 წელს დაამთავრა კრაკოვის სახელმწიფო უმაღლესი თეატრალური სკოლა. მუშაობდა გდანსკის, ვარშავის თეატრებში. კინოში მუშაობა დაიწყო 1954 წლიდან. 1960-იანი წლების დასაწყისში ვარშავაში გადავიდა საცხოვრებლად. ითამაშა ფილმებში: „ფერფლი და ალმასი“ (რეჟისორი ანჯეი ვაიდა, 1958), „მატარებელი“ (რეჟისორი ეჟი კავალეროვიჩი, 1959). ამ ფილმებმა დიდი პოპულარობა მოუტანა ციბულსკის. სხვა როლები: რისი („სიყვარული ოცი წლის ასაკში“, 1962), კაპიტანი ზენტეკი („დამნაშავე და ქალიშვილი“, 1963) და სხვა.

მისი სათამაშო სტილი რევოლუციური იყო, მაყურებელს თავი დაამახსოვრა თავისი იმიჯით, ტყავის ტანსაცმელითა და მზის დიდი სათვალეებით. ხშირად მოიხსენიება როგორც „პოლონელი ჯეიმზ დინი“. დინის მსგავსად, ასრულებდა ნონკონფორმისტული მეამბოხეების როლს. გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად.

1969 წელს დაწესდა ციბულსკის სახელობის პრემია. 1996 წელს პოლონური ჟურნალის „Film“-ის მკითხველებმა ციბულსკის მიანიჭეს წოდება „ყველა დროის საუკეთესო პოლონელი მსახიობი“. 1997 წლის 8 იანვარს ციბულსკის გარდაცვალების ადგილას დაიდგა სამახსოვრო დაფა. მისი ბიოგრაფიული მასალების საფუძველზე ანჯეი ვაიდამ გადაიღო ფილმი „ყველაფრის გაყიდვა“. ზბიგნევ ციბულსკი იყო ვოიცეხ იარუზელსკის შორეული ნათესავი და მარლენ დიტრიხის მეგობარი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება