ზაჰირი (პორტ. O Zahir) — ბრაზილიელი მწერლის პაულო კოელიოს 2005 წლის რომანი, რომელიც ალქიმიკოსის დარად პილიგრიმობის თემას ეხება, თუმც ჩვენს დროში. დამატებით თემად რომანში სიყვარული, დანაკარგი და აკვიატებული აზრებია გავრცობილი.

ზაჰირი (რომანი)
სრული სათაური ზაჰირი
ჟანრი რომანი
ავტორი პაულო კოელიო
მშობლიური ენა პორტუგალიური
გამოცემულია 2005
წინა თერთმეტი წუთი
შემდეგი პორტობელოელი ჯადოქარი

წიგნი პორტუგალიურ ენაზე დაიწერა და პირველივე ხანებში 44 ენაზე ითარგმნა. ირანი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც წიგნი სპარსულად გამოაქვეყნა გამომცემლობა ქარავანის მიერ. ეს იმ იშვიათი შემთხვევის მაგალითია, როდესაც სხვა ენაზე უფრო ადრე გამოდის წიგნი, ვიდრე ავტორის დედნისეულ ენაზე. ირანმა ასე ნაჩქარევად იმიტომ გამოუშვა წიგნი, რომ მეკობრული ვერსიებისგან დაეცვა თავი, თუმცა პირველ ხანებში ისლამისტურ ქვეყანაში რომანი აკრძალეს და მხოლოდ თეირანის მე-18 საერთაშორისო წიგნის ბაზრობის შემდეგღა დაირთო ნება წიგნის გაყიდვა-წაკითხვაზე.

რომანის საერთაშორისო პრეზენტაციიდან მოკლე ხანში თერთმეტი წუთი ქართულ ენაზე ითარგმნა.

ნაწარმოები მეტისმეტად ავტობიოგრაფიულია, მაგრამ ტრადიციული რომანის ფაბულითაა დაწერილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება