ზაქე ღადარინელიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 18 ნოემბერი, ახალი სტილით - 1 დეკემბერი. იგი ალფეს მედავითნეს ხორციელი ნათესავი იყო და მასთან ერთა დ მოიხსენიებს ეკლესია. წმინდანი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა. როდესაც ქრისტიანთა დევნა დაიწყო, უამრავ სხვა მართლმორწმუნესთან ერთად წმინდა ზაქეც შეიპყრეს. მან დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება, რისთვისაც საშინლად აწამეს, მაგრამ ქრისტეს უარყოფაზე ვერ დაითანხმეს. ღამით წმიდანი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც იგი მხურვალედ ლოცულობდა. დილით უფლის რჩეულს თავები მოჰკვეთეს.

ლიტერატურა

რედაქტირება

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.