ალფეს მედავითნემართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 18 ნოემბერი, ახალი სტილით — 1 დეკემბერი. იგი ზაქე ღადარინელის ხორციელი ნათესავი იყო და მასთან ერთა დ მოიხსენიებს ეკლესია. წმინდანი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა. დიოკლეტიანეს დროს მაცხოვრის მოსავები ისე სასტიკად იდევნებოდნენ, რომ წამების შიშით ზოგი ქრისტიანი კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე თანხმდებოდა. საღვთო შურით ანთებული კესარიის ეკლესიის მედავითნე, ალფესი შეერია წარმართული სამსხვერპლოსკენ მიმავალ ქრისტეს უარმყოფლებს და მოუწოდა, სული არ წაებილწათ. მაშინ უფლის რჩეული შეიპყრეს და ტანჯვა-წამების შემდეგ ზაქესთან ერთად საერთო ბორკილი დაადეს. ღამით წმინდანები საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც ისინი მხურვალედ ლოცულობდნენ და მოსალოდნელი აღსასრულის წინ ერთმანეთს განამტკიცებდნენ. დილით უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს (303 წელი).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.