ზაქარია მაისურაძე (კერამიკოსი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაისურაძე.

ზაქარია პეტრეს ძე მაისურაძე [დ. 10 (23) მარტი1912, თბილისი — გ. 26 იანვარი, 1971, იქვე] — ქართველი მხატვარ-კერამიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1938 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, 1939-1959 წლებში იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1944-1971 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (1956 წლიდან — მცირე და გამოყენებით ხელოვნებათა განყოფილების გამგე). ნამუშევრები: სერია „ირმები“ (1952-1960; შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, კერძო საკუთრება); კომპოზიციები ქართული ხალხური ზღაპრების თემებზე (მცირე, მრგვალი პლასტიკა, 1952-1955; შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, კერძო საკუთრება), დეკორატიული პანო „მოსავლის აღება“ (1953; შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი), კერამიკულ ფილებზე შესრულებული დეკორატიული კომპოზიცია „ბერიკაობა“ (1957-1959, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა) და სხვ. ავტორია ნაშრომებისა ძველი ქართული კერამიკის შესახებ („ქართული მხატვრული კერამიკა. XI–XIII საუკუნეები.“ 1953).

ლიტერატურა

რედაქტირება