ზაქაიძეების ციხე და კოშკი

არქიტექტურული ძეგლი

ზაქაიძეების ციხე და კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერეში, განეკუთვნება XVII საუკუნეს. კოშკი სწორკუთხაა, ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართულის სიმაღლეზე. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდან, პირველი სართულიდანაა, მეორე სართულის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში სათოფურები და რამდენიმე სწორკუთხა ნიშია. სართულშუა გადახურვისათვის გამოყენებულია გრძელი ქვის ფილები.

ლიტერატურა

რედაქტირება