ზაქათლის შავიქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ჰერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ხუთი ან იშვიათად შვიდნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, კონუსური ფორმის, დატოტვილი და მეჩხერი. მარცვალი — საშუალოზე დიდი ზომის, მომრგვალო ან ოვალური, მუქი იისფერი, თითქმის შავი. კანი თხელი აქვს, რბილობი — წვნიანი.

ვაზი ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 131