ზაულისტანი
ზაულისტანი, ზეულისტანი — სოფელი ისტორიულ ზურტაკეტის მხარეში (ახლანდ. დმანისის მუნიციპალიტეტი). XVIII საუკუნის ქართველი გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის სოფლების სიისა და რუკის მიხედვით, მდებარეობდა შავი-წყარო-ყარაბულაღის მარცხენა შენაკად საფიქლისხევის მარცხნივ, სოფ. ურცევანსა და თოფრაყალას შორის.
XVIII საუკუნის დასაწყისში ზაულისტანი იყო ნასოფლარი, რომელიც შემდგომ მოშენებულა; 1721 წლის აღწერით, იქ ითვლებოდა ერთი მებატონე – ავთანდილ სუფრაჯი, უყმო აზნაური – ბეჟუაშვილი გიორგი, რვა გამომღები და ორი ბოგანო ყმა; 1723 წელს ვახტანგ VI-ის ბრძანებით „თრიალეთზედ ზეულისტანი ავთანდილ კორკოტის კერძო მამული” უბოძეს ამილღაბარ გოსტაშაბიშვილს. ზეულისტანელთ ევალებოდათ საფერისცვალებო თევზის ჭერა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941.
- საქართველოს სიძველენი, ე. თაყაიშვილის რედ., ტ. 1, წგ. 1, ტფ., 1920; ტ. 2, ტფ., 1909.
- ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.
- ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII ს. I მეოთხედში, ნაწ. 1–2, ტფ., 1935.
- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.