ზასტრუგა
ზასტრუგა — უძრავი, ქარის მიმართულებით გადაჭიმული ვიწრო და მყარი თოვლის თხემის სახელწოდება. სიგრძე რამდენიმე მეტრამდე, სიმაღლე 1,5 მ (ჩვეულებრივ 20-30 სმ). წარმოიქმნება თოვლის ზედაპირზე ქარისმიერი ეროზიისა და აკუმულაციის შედეგად. გვხვდება პოლარულ და ზომიერ სარტყლებში. ქვიშის დიუნებისგან განსხვავდება იმით, რომ შესამჩნევად არის გაბატონებული ქარის მიმართულებით. აქვს მომრგვალო ქარპირა და ციცაბო ქარზურგა კალთები. ზასტრუგა — ზედაპირის უსწორმასწორობათა ერთობლიობაა, წარმოქმნილი ქარისმიერი ეროზიის, თოვლის ნაწილაკების სალტაციისა და აკუმულაციის ხარჯზე. ქარპირა მხარეს ხშირად წარმოქმნის კარნიზებს — ეგრეთ წოდებულ ზასტრუგის „ნისკარტს“. დიდი ველები იქმნება ფართო ქარიან მოსწორებულ ზედაპირებზე, განსაკუთრებით მსხვილი მყინვარული საფრების ფერდობებზე, სადაც დამახასიათებელია კატაბიტიკური ქარი. ზასტრუგის სახელწოდებით ზოგჯერ აღნიშნავენ ქვიშაქვის ან კენჭნარის წყალქვეშა ცელას. „ზასტრუგა“ საერთაშორისო მნიშვნელობის ტერმინია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზასტრუგა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)