ზარხუფი

სილვია პლათის რომანი

„ზარხუფი“ (ინგლ. The Bell Jar) — ამერიკელი მწერლისა და პოეტის სილვია პლათის მიერ დაწერილი ერთადერთი რომანი. 1963 წელს რომანი გამოქვეყნდა „ვიქტორია ლუკასის“ ფსევდონიმით. რომანი სავარაუდოდ ნახევრად ავტობიოგრაფიულია, სადაც შეცვლილია ადგილებისა და ადამიანების სახელები. წიგნის მთავარი გმირის ფსიქიკური დაავადება ახლოს დგას ავტორის ნამდვილ მდგომარეობასთან (კლინიკური დეპრესია და ბიპოლარული აშლილობა). დიდ ბრიტანეთში რომანის გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ სილვია პლათმა თავი მოიკლა. 1967 წელს რომანი პირველად გამოიცა სილვია პლათის სახელით. წიგნი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1971 წლამდე არ გამოქვეყნებულა, პლათის მეუღლის, ტედ ჰიუზისა და მისი დედის სურვილის შესაბამისად.[1] რომანი ითარგმნა ათეულობით ენაზე.[2]

  1. McCullough, Frances (1996). "Foreword" to The Bell Jar. New York: HarperCollins Publishers. p. xii. ISBN 0-06-093018-7.
  2. Dunkle, Iris Jamahl (2011). „Sylvia Plath's The Bell Jar: Understanding Cultural and Historical Context in an Iconic Text“, Critical Insights: The Bell Jar. Pasadena, California: Salem Press, გვ. 15. ISBN 978-1-58765-836-5.