ზარეჩნი
ზარეჩნი (რუს. Заречный) — ჩამქრალი ფარისებრი ვულკანი რუსეთში, კამჩატკაზე. სიმაღლე 720 მ. ჩრდილოეთიდან უერთდება უფრო მაღალსა და ძველ ვულკანს — ხარჩინსკის. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა ჰოლოცენში. შორეულ წლებში ზარეჩნისა და ხარჩინსკის ვულკანები ცნობილი იყვნენ როგორც ხარჩინსკის მთების ვულკანები.
ზარეჩნი | |
---|---|
კოორდინატები: 56°22′00″ ჩ. გ. 160°50′00″ ა. გ. / 56.36667° ჩ. გ. 160.83333° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 720 მ |
ტიპი | სომას ტიპის |