ზარა
ზარა, ძარა — მასისა და მოცულობის ერთეული, გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში. მოხსენიებულია XVIII საუკუნის დასაწყისში „დასტურლამალში”. ზარას (ძარას) იყენებდნენ XVII საუკუნეში დასავლეთ საქართველოში, უდრიდა 25 ბათმანს (დაახლ. 200 კგ). იმერეთსა და ლეჩხუმში ზარა ახლა ჰქვია ურემზე დასადებ ყუთისმაგვარ მოწნულ ჭურჭელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX–XIX სს.), თბ., 1973.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 308.