ზანქან ზორაბაბელი

ზანქელ ზორაბაბელი — თბილისელი ებრაელი დიდვაჭარი XII საუკუნის II ნახევარში. „ქართლის ცხოვრების” ვახტანგისეული რედაქციის ნუსხებით მისი სახელი ზანქანია.

თამარის პირველი ისტორიკოსის ცნობით გაიგზავნა ჩრდილოეთ კავკასიაში თამარის საქმროს ჩამოსაყვანად. მან სწრაფად შეასრულა დავალება და საქართველოში ჩამოიყვანა ვლადიმირ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრია ბოგოლიუბსკის ვაჟი იური (გიორგი), რომელიც, საკუთარი სამფლობელოდან გაძევებული, ყივჩაყთა ქალაქ სევინჯში (სუნჯაში) იყო თავშეფარებული. თამარის მეორე ისტორიკოსის ბასილი ეზოსმოძღვრის აზრით, ეს გადაწყვეტილებაც ნაჩქარევი იყო და ზანქელ ზორაბაბელიც არ შეესაბამებოდა ასეთი მნიშვნელოვანი დავალების შემსრულებლის დონეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კიკნაძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 309.
  • მეტრეველი რ., დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002.