ზალუმჯანიანი
ზალუმჯანიანი — ძველი ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი, სამიჯნურო-სადევგმირო ხასიათის ვრცელი თხზულება, რომელშიც აღწერილია მეფე გულაზარის ვაჟის, ზალუმჯანის, საგმირო საქმეები, დევებთან ბრძოლა და ა. შ.
ჩვენამდე თხზულების ფრაგმენტებმა მოაღწია. ვარაუდობენ, რომ „ზალუმჯანიანი“ გადმოღებულია სპარსულიდან XVIII საუკუნეში. სპარსული ორიგინალი, მისი ავტორი უცნობია.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვახარია ა., სპარსული ხალხური პროზის ისტორიიდან, თბ., 1973.
- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958.
- გვახარია ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 303.