ზაინ-ვიტგენშტაინი
ზაინ-ვიტგენშტაინი (გერმ.: Sayn-Wittgenstein) გერმანული არისტოკრატული საგვარეულოა, რომლის დომენი ზაინის ციხესიმაგრე იყო. ამ საგვარულოს წარმომადგენლები ატარებენ გვარს «ცუ ზაინ-ვიტგენშტეინ» (გერმ.: zu Sayn-Wittgenstein ). ის პირები, რომლებიც გვარში “ცუ”-ს ნაცვლად “ფონ”-ს ატარებენ ამ საგვარეულოს არ განეკუთვნებიან.
საგვარულოდან პირველად მოიხსენიებიან გრაფები ებერჰარდი და ჰაინრიხი 1139 წელს. 1361 წელს ზაინის გრაფებმა მემკვიდრეობით მიიღეს ვიტგენშტაინის საგრაფო და ამიერიდან მიხსენიებიან ზაინ-ვიტგენშტაინებად.
1605 წელს ზაინ-ვიტგენშტაინების გრაფების საგვარეულო რამდენიმე შტოდ გაიყო:
- ზაინ-ვიტგენშტაინ-ბერლებურგი (რაიხსფიურსტები 1792 წლიდან) - Sayn-Wittgenstein-Berleburg
- ზაინ-ვიტგენშტაინ-ჰოენშტაინი (რაიხსფიურსტები 1801 წლიდან) - Sayn-Wittgenstein-Hohenstein
- ზაინ-ვიტგენშტაინ-ზაინ (პრუსიის სამეფოს ფიურსტები 1834 წლიდან) - Sayn-Wittgenstein-Sayn