ზაინის ციხესიმაგრე

ზაინის ციხესიმაგრე (გერმ. Burg Sayn) — ციხესიმაგრე გერმანიაში. მდებარეობს კერბერგის მთის კალთაზე, მდინარეების ბრექსბახსა და ზაინბახს შორის. ტერიტორიულად იგი ეკუთვნის ქალაქ ბენდორმ-ამ-რაინის უბანს — ზაინს.

ზაინის ციხესიმაგრე

ზაინის ციხესიმაგრის კომპლექსში შედის რაიფენბერგების ციხეკოშკი და შტაინების მამული. ყველაზე ძველი შენობა — ძველი ციხესიმაგრე X–XI საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული. იგი დანგრეულ იქნა 1152 წელს. ზაინის ციხე აუშენებიათ XII საუკუნეში.

კომპლექსის მთავარი და დომინირებული ნაწილია ზაინის ციტადელი. 1987 წელს მის სარდაფში სანქტ-ჰუბერტუსის სახელობის მარანი გაიხსნა. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ყოველწლიურად ეწყობა ზაინის ციხესიმაგრის შევარდენთა საწვრთნელ-სანადირო შოუ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება