ზაზუნას დღე (ფილმი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზაზუნას დღე (ინგლ. Groundhog Day) — 1993 წლის ამერიკული რომანტიკული კომედია, რომლის რეჟისორია ჰაროლდ რემისი. მთავარ როლებს ასრულებენ ბილ მიურეი და ენდი მაკდაუელი. ფილმი ამინდის პროგნოზის წამყვანის, ფილ კონორსის (ბილ მიურეი), შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ყოველწლიური ზაზუნას დღის ტრადიციული ზეიმის გასაშუქებლად ქალაქ პანქსთაუნში ჩადის, სადაც იგი დროის მარყუჟში აღმოჩნდება მოქცეული.

„ზაზუნას დღე“
ჟანრი კომედია, მელოდრამა
რეჟისორი ჰაროლდ რემისი
პროდიუსერი ჰაროლდ რემისი, ტრევორ ალბერტი
სცენარის ავტორი ჰაროლდ რემისი, დენი რუბინი
როლებში ბილი მიურეი, ენდი მაკდაუელი
კომპოზიტორი ჯორჯ ფენტონი
ოპერატორი ჯონ ბეილი
სტუდია Columbia Pictures
დისტრიბუტორი InterCom
პრემიერა 12 თებერვალი, 1993 (1993-02-12)
ხანგრძლივობა 101 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 14,6 მილიონი $
შემოსავალი 70,9 მილიონი $
შემდეგი IMDb ID 0107048
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მეტეოროლოგი ფილ კონორსი (ბილი მიურეი), პიტსბურგის ერთ-ერთ არხზე wpbh9 მუშაობს. მას დიდი ხანია მობეზრდა ერთ და იგივე სამუშაო და ყველაფერს უინტერესოდ უყურებს. 1 თებერვალს ფილს, ახალი პროდიუსერ რიტა ჰანსონთან (ენდი მაკდაუელი) და ოპერატორ ლარისთან ერთად ქალაქ პანკსატონში გაუშვებენ მივლინებით, რათა მეორე დღეს ტრადიციული დღესასწაული „ზაზუნის დღე“ გადაიღოს. ფილი ამ სიუჟეტის გასაკეთებლად უკვე მეოთხედ მიდის და მოწყენილია. ადგილობრივ სასტუმროში გაათევენ ღამეს. დილას ფილს 6 საათზე რადიომაღვიძარა სიმღერით „I Got You Babe“ აღვიძებს. პირს იბანს, რადიოს მოუსმენს, ფანჯრიდან გაიხედავს, ხალხი ქალაქის მოედანზე მიდის დღესასწაულის სანახავად. ჩაიცვავს და გამოვა. ჯერ ერთი მობინადრე კითხავს თუ როდის მოვა გაზაფხული, შემდეგ სასტუმროს მიმტანი ყავას შესთავაზებს. ცინიკოსი ფილი ყველას მოიშორებს და მოედნისკენ წავა. „ზაზუნას დღეს“ ქალაქის მოედანზე შეკრებილი მოსახლეობა, გარე სცენაზე მდგარ სახლში მყოფ ზაზუნას გამოსვლას ელოდება, თუ ადრე გამოვა ესე იგი მალე მოვა ზაფხულიც. ფილი უინტერესეოდ ჩაწერს რეპორტაჟს, აპარატურას კოლეგებს გადააბარებს და ავტომობლით პიტსბურგისკენ წავლენ, მაგრამ გზად ქარიშხალი ამოვარდება და უკან პანკსატონში მოუწევთ დაბრუნება. კოლეგები ქალაქში გავლას შესთავაზებენ, მაგრამ ფილი ორივეს ცინიკურად უპასუხებს, ნომერში ავა და დაიძინებს.

დილის 6 საათზე კვლავ რადიომაღვიძარა სიმღერით «I Got You Babe» აღვიძებს. გარეთ გაიხედავს და ხალხი ისევ მთავარი მოედნისკენ მიდის. გარეთ გამოვა და კვლავ კითხავს მობინადრე თუ როდის მოვა გაზაფხული, შემდეგ სასტუმროს მიმტანი ყავას შესთავაზებს. კალენდარს შეხედავს და 2 თებერვალია. ალბად ვერ ვარო გაიფიქრებს, მაგრამ მაინც ჩაწერს იგივე რეპორტაჟს. ყველაფერი წინა დღისავით მეორდება.

მესამე დღეს 6 საათზე იგივე სიმღერა გააღვიძებს, უკვე ხვდება რომ მეორდება ყველაფერი. რიტას დაპატიჟებს კაფეში და ყველაფერს მოუყვება, მაგრამ არავინ უჯერებს. ექიმს გაესინჯება, ის კი ფსიქოლოგთან გააგზავნის, რომელიც მეორე დღისთვის დაიბარებს. რადგანაც ვერაფერს ცვლის, ფილი გადაწყვეტს ისარგებლოს ამით და გაერთოს. ნასვამი საჭესთან დაჯდება და პოლიციას დააჭერინებს თავს, თუმც მერე დღეს კვლავ 2 თებერვალს საკუთარ საწოლში სიმღერა «I Got You Babe» გააღვიძებს. იმ დღეს ერთ გოგოს, გამოკითხავს ვინაობას, მეორე დღეს კი ვითომ ნაცნობია, გაეცნობა და ღამეს გაატარებს. შემდეგ დღეებში საკანსაციო მანქანას დაუდარაჯდება, დაიმახსოვრებს, როდის იხედება ინკასატორი გვერდზე და ფულით სავსე ტომარას მოიპარავს. იმ თანხით კარგად გაერთობა და მორიგ ლამაზმანს დაუახლოვდება. ერთხელ კი ზაზუნას გაიტაცებს და კლდიდან გადახტება, მაგრამ ისევ გაიღვიძებს იგივე სასტუმროში. ამასობაში მისი პროდიუსერი რიტა შეუყვარდება, მაგრამ გოგოს გულის მონადირება არც ისე ადვილია. გაიგებს რა მოსწონს, რა უყვარს. ყოველ დღე მუსიკის მასწავლებენთან დაიწყებს სიარულს, რომ რიტას საყვარელი მელოდია ისწავლოს. თანდათან იცვლება ფილი, ყურადღებიანი ხდება, ზრუნავს თავისიანებზე, ეხმარება გაჭირვებულებს. ერთ დღესაც რიტას ცეკვებზე დაპატიჟებს და კლუბში დაიბარებს. იქ მისული გოგო ფილს სცენაზე დაიანხავს, რომელიც კლავიშებიან ინსტრუმენტზე მაგრა უკრავს. ფილი ყველაფერს გააკეთებს, გოგოს რომ თავი მოაწონოს, მიაღწევს თავისას და ღამეს რიტასტან ერთად გაატარებს. დილას 6 საათზე იგივე მუსიკით რიტასთან ერთად გაიღვიძებს. მეტეოროლოგი მიხვდება რომ აღარ ჭირს „დეჟა-ვუ“, შეიცვალა ყველაფერი და მომდევნო დღე დადგა. რიტა და ფილი გადაწყვეტენ ამ ქალაქში დარჩნენ.

მსახიობები

რედაქტირება
მსახიობი როლი
ბილი მიურეი ფილ კონორსი
ენდი მაკდაუელი რიტა ჰანსონი
კრის ელიოტი ოპერატორი ლარი
სტივენ ტობოლოვსკი ჰედ რეიერსონი, ფილის კლასელი
ბრაიან დოილ-მიურეი პანკსატონის მერი
რობინ დიუკი დორისი, ოფიციანტი
ანჯეკა პეიტონი მისის ლანკასტერი, სასტუმროს მეპატრონე

ჯილდოები

რედაქტირება

ფილმი წარდგენილი იყო 17 ნომინაციაზე, საიდანაც 7 მოიგო

პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
BAFTA Awards 1993 საუკეთესო ორიგინალური სცენარი ჰაროლდ რემისი, დენი რუბინი გამარჯვებული
British Comedy Awards 1993 წლის საუკეთესო კომედია ზაზუნას დღე გამარჯვებული
London Critics Circle Film Awards 1994 საუკეთესო სცენარი ჰაროლდ რემისი, დენი რუბინი გამარჯვებული
20/20 Awards 1994 საუკეთესო ორიგინალური სცენარი ჰაროლდ რემისი, დენი რუბინი გამარჯვებული
Academy of Science Fiction, Fantasy & Horror Films, USA 1994 საუკეთესო მსახიობი ქალი ენდი მაკდაუელი გამარჯვებული
BMI Film & TV Awards 1994 საუკეთესო მუსიკა ჯორჯ ფენტონი გამარჯვებული
National Film Preservation Board, USA 2006 ფილმი ზაზუნას დღე გამარჯვებული

2000 წელს ფილმი, AFI-ის (ამერიკის კინოინსტიტუტი) ვერსიით 100 საუკეთესო ამერიკულ კომედიაში შევიდა და 34-ე ადგილზე გავიდა

2008 წელს ფილმი, AFI-ის (ამერიკის კინოინსტიტუტი) ვერსიით, ჟანრების მიხედვით ამერიკის 10 საუკეთესო ფენტეზი ფილმებში 8 ადგილზე გავიდა

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება
 
ზაზუნას დღის დღესასწაული, 2005 წელი, პანკსატონი

ტრადიციული დღესასწაული „ზაზუნას დღე“ ამერიკაში და კანადაში 2 თებერვალს აღინიშნება. მიჩნეულია რომ ამ დღეს ზაზუნას უნდა დააკვირდნენ, რომელიც საკუთარი ბუნაგიდან გამოდის. თუ მოღრუბლულობაა, ზაზუნა თავის ჩრდილს ვერ ხედავს და თამამად გამოდის, რაც იმას ნიშნავს რომ გაზაფხული მალე მოვა. თუ მზიანია დღეა, ზაზუნას ჩრდილის ეშინია და იმალება, ესე იგი ზამთარი კიდევ 6 კვირა გაგრძელდება. ფესტივალი ბევრ ტურისტს იზიდავს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება