ზაზა ჩაფიჩაძე

ქართველი ექიმი, მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ფარმაკოლოგ-კარდიოლოგი.

ზაზა ჩაფიჩაძე (დ. 10 სექტემბერი, 1962) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ფარმაკოლოგ-კარდიოლოგი.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, 1988 წლიდან — იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1992 წლიდან — ჯანდაცვის სამინისტროს წამლის ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ფარმაკოლოგიური კომიტეტის უფროსი სპეციალისტი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „1–4 დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტების შედარებითი შეფასება ჰიპერტონიული დაავადების დროს“, დაიცვა 1997 წელს.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • სამკურნალო პრეპარატების საერთაშორისო სახელწოდებების ცნობარი, თბილისი, მეცნიერება, 1996, გვ. 334 ISBN 5520015538

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000, გვ. 320

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება