ზადენგორის კოშკი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

ზადენგორის კოშკიარქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარასთან დასავლეთ ფერდობის ერთ-ერთ გორაზე. იგი ახალციხე-აბასთუმნის გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. დაზვერვების დროს აღმოაჩინეს გაურკვეველი დანიშნულებისა და მცირე ზომის ნაგებობის ნაშთი. ზედაპირზე იკითხება მისი გეგმა და მასშტაბი. აქ ზედაპირული დაზვერვების დროს აღმოჩნდა ობსიდიანის რამდენიმე, მცირე ზომის ანატკეცი და სხვადასხვა პერიოდის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, სავარაუდოდ გვიან ბრინჯაო, ადრე რკინის ხანისა და შუა საუკუნეების.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39311