ზაგრების ჟუპანია (ხორ. Zagrebačka županija) — ჟუპანია ხორვატიის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. იგი გარს ეკვრის ქვეყნის დედაქალაქ ზაგრებს, თუმცა ქალაქი არ შედის მის შემადგენლობაში და წარმოადგენს ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულს. თავდაპირველად, ჟუპანია და დედაქალაქი ერთ ერთეულს წარმოადგენდნენ, თუმცა 1997 წელს ისინი განცალკევდნენ მას შემდეგ, რაც დედაქალაქს სპეციალური სტატუსი მიენიჭა. ამის მიუხედავად, ოლქს კვლავ მნიშვნელოვანი ტერიტორიული თუ ადმინისტრაციული კავშირები აქვს ზაგრებთან. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ჟუპანიაში ცხოვრობს 317 642 ადამიანი.

ჟუპანია
ზაგრების ჟუპანია
Zagrebačka županija
დროშა გერბი

ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
ადმ. ცენტრი ზაგრები
შიდა დაყოფა Dugo Selo, Ivanić-Grad, Jastrebarsko, Samobor, Sveta Nedelja, Sveti Ivan Zelina, Velika Gorica, Vrbovec, Zaprešić, Bedenica, Bistra, Brckovljani, Brdovec, Dubrava, Dubravica, Farkaševac, Gradec, Jakovlje, Klinča Sela, Kloštar Ivanić, Krašić, Kravarsko, Križ, Luka, Marija Gorica, Orle, Pisarovina, Pokupsko, Preseka, Pušća, Rakovec, Rugvica, Stupnik და Žumberak
კოორდინატები 45°44′56″ ჩ. გ. 15°34′16″ ა. გ. / 45.74889° ჩ. გ. 15.57111° ა. გ. / 45.74889; 15.57111
ფართობი 3 078 კმ²
მოსახლეობა 317 642 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 103 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი ცენტრალური ევროპის დრო და ცენტრალური ევროპის საზაფხულო დრო
სატელეფონო კოდი 01
ოფიციალური საიტი zagrebacka-zupanija.hr
ზაგრების ოლქი — ხორვატია
ზაგრების ოლქი

ზაგრების ჟუპანიას, დედაქალაქ ზაგრების გარდა, ესაზღვრება ექვსი ჟუპანია: კარლოვაცი (სამხრეთ-დასავლეთით), სისაკ-მოსლავინა (სამხრეთ-აღმოსავლეთით), ბელოვარ-ბილოგორა (აღმოსავლეთით), კოპრივნიცა-კრიჟევცი (ჩრდილო-აღმოსავლეთით), ვარაჟდინი (ჩრდილოეთით) და კრაპინა-ზაგორჟე ჩრდილო-დასავლეთით.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ზაგრების ჟუპანია ადმინისტრაციულად იყოფა 9 ქალაქად და 25 მუნიციპალიტეტად.

ქალაქები

რედაქტირება
სახელი
მოსახლეობა[1]
ფართობი[2]
დუგო-სელო 17 466 52,22 კმ2
ივანიჩ-გრადი 14 548 173,57 კმ2
იასტრებარსკო 15 866 226,50 კმ2
სამობორი 37 633 250,73 კმ2
სვეტა ნედელია 18 059 41,43 კმ2
სვეტი ივან ზელინა 15 959 184,68 კმ2
ველიკა-გორიცა 63 517 328,65 კმ2
ვრბოვეცი 14 797 159,05 კმ2
ზაპრეშიჩი 25 223 52,60 კმ2

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Census of Population, Households and Dwellings 2011. მოსახლეობის აღწერა, კომლები და საცხოვრებელი ადგილები 2011. ხორვატიის სტატისტიკის ბიურო (2012 წლის დეკემბერი).
  2. Sustav središnjih naselja i razvojnih središta Croatian. Prosorni plan Zagrebačke županije. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-13. ციტირების თარიღი: 2008-09-21.