ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვუგარ გაშიმოვი (აზერ. Vüqar Həşimov; დ. 24 ივლისი, 1986, ბაქო, აზერბაიჯანი — გ. 11 იანვარი, 2014, ჰაიდელბერგი, გერმანია) — აზერბაიჯანელი მოჭადრაკე, წოდებით გრანდმასტერი. ბლიც ჭადრაკის ცნობილი მოთამაშე.[1] მის კარიერული მწვერვალია მსოფლიო რეიტინგში მე-6 ადგილი (2009 წლის ნოემბერში).[2]

ვუგარ გაშიმოვი
ქვეყანა (სპორტი) აზერბაიჯანი
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1986
დაბადების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
გარდაცვალების თარიღი 11 იანვარი, 2014(2014-01-11)
გარდაცვალების ადგილი ჰაიდელბერგი, გერმანია
წოდება გრანდმასტერი
ფიდე რეიტინგი No. 6 (2009 წლის ნოემბერი)
მაქსიმალური რეიტინგი 2761 (2012 წლის იანვარი)

2005 წელს მან მოიგო ათენში ჩატარებული „საერთაშორისო აკროპოლისი“.[3]

ადრეული წლები

რედაქტირება

ვუგარ გაშიმოვი დაიბადა 1986 წლის 24 ივლისს, ბაქოში, აზერბაიჯანში. მამამისი იყო გადამდგარი არმიის პოლკოვნიკი, რომელიც მსახურობდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.[4]

საჭადრაკო კარიერა

რედაქტირება

2010 წელს გაშიმოვმა მოიგო რეგიე ემილიას ჭადრაკის ტურნირი.[5]

გუნდური შეჯიბრებები

რედაქტირება

გაშუმოვი აზერბაიჯანის სახელით 2002, 2004, 2006 და 2008 წლებში ჩატარებულ ჭადრაკის ოლიმპიადაში მონაწილეობდა. 2009 წელს სად ნოვიში ჩატარებულ ევროპის გურდური ჩემპიონატი ჭადრაკში იგი აზერბაიჯანულ ოქროსმედალისტ გუნდში თამაშობდა. 2010 წელს, გაშიმოვი ხანტი-მანსინსკის ჭადრაკის ოლიმპიადაზე, საკუთარი ქვეყნის სახელით არ გამოცხადდა; მიზეზი ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასა და გუნდის ყოფილ მწვრთნელ ზურაბ აზმაიფარაშვილთან კონფლიქტი დასახელდა.[6]

თამაშის სტილი

რედაქტირება

გაშიმოვი განსაკუთრები ცნობილი იყო, როგორც ბლიც ჭადრაკის მოთამაშე.[7]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ცნობილია, რომ გაშიმოვი აგრეთვე ერთობოდა ფეხბურთის, მაგიდის ჩოგბურთისა და ბილიარდის თამაშით. იგი აგრეთვე იკო ჯეკი ჩანის ფილმების დიდი გულშემატკივარი.[1]

გარდაცვალება

რედაქტირება

2000 წლის თებერვალში, გაშიმოვი ავად ყოფნის პერიოდში ექიმებმა მას ეპილეფსია დაუდგინეს; ამ დიაგნოზის შემდეგ მალევე აღმოუჩინეს თავის ტვინის სიმსივნე.[8] გერმანიის ჰაიდელბერგის საავადმყოფოში თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობისას გაშიმოვი გარდაიცვალა; ეს მოხდა 2014 წლის 11 იანვარს. ვუგარ გაშიმოვი 2012 წლის იანვრიდან (ტატა სთილის საჭადრაკო ტურნირის შემდეგ) პროფესიონალურ ჭადრაკს ჩამოცილებულიიყო.[9][10][11] იგი დაკრძალულია „ღირსების ხეივანში“, ბაქოში.[12]

გაშიმოვის გარდაცვალებას მთელი მსოფლიოს ჭადრაკისა და სპორტის დიდოსტატები გამოეხმაურნენ. თეიმურაზ რაჯაბოვიმ, გაშიმოვის უახლოესმა თანაგუნდელმა თქვა, რომ ვერ პოულობდა „სიტყვებს ღრმა მწუხარების გამოსახატად“.[13]

ნიგელ შორთმა გაშიმოვი აღწერა, როგორც „ბრწყინვალე მოთამაშე და შესანიშნავი ადამიანი“.[14]

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა: „ვუგარ გაშიმოვის მიე გაწეული სამსახური აზერბაიჯანულ სპორტის სახეობებისადმი შეუფასებელია. ვუგარ გაშიმოვმა შეუდარებელი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის ჭადრაკის სკოლის განვითარებაში და განადიდა ქვეყანა თავისი ბრწყინვალე გამარჯვებებით.“[15][16]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Gashimov, Vugar. FIDE (2008-04-16). ციტირების თარიღი: 2008-04-16.
  2. Top lists records - Gashimov, Vugar (AZE). FIDE.
  3. „Ilya Smirin wins Acropolis 2007“. ChessBase News. 26 August 2007. ციტირების თარიღი: 2008-04-10.
  4. McClain, Dylan. Vugar Gashimov, a Grandmaster of Chess, Dies at 27. www.nytimes.com. New York Times. ციტირების თარიღი: 14 January 2014.
  5. Морозевич не вышел на 50. Gazeta.ru. ციტირების თარიღი: 6 February 2011.
  6. Update on the Gashimov saga დაარქივებული 2010-10-13 საიტზე Wayback Machine. , chessvibes.com
  7. Scimia, Edward. Vugar Gashimov Profile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 6 February 2011.
  8. Interview with Vugar Gashimov by Misha Savinov on ChessCafé, 2005
  9. GM Vugar Gashimov, 1986 – 2014
  10. Vüqar Həşimov vəfat etdi დაარქივებული 2014-01-11 საიტზე Wayback Machine. . apasport.az, 11 January 2014
  11. Умер трехкратный чемпион Азербайджана по шахматам Вугар Гашимов (რუსული)
  12. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Russian. 1news.az. ციტირების თარიღი: 14 January 2014.
  13. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Amiraslanov, Telman. Russian. 1news.az. ციტირების თარიღი: 14 January 2014.
  14. Vugar Gashimov dies at 27. chessvibers.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 14 January 2014.
  15. President conveys condolences to Gashimov's family. news.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 14 January 2014.
  16. Ilham Aliyev expresses condolences to family of untimely deceased Azerbaijani chess player Vugar Gashimov. trend.az. Trend News Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 14 January 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვუგარ_გაშიმოვი“-დან