ფოტოგრაფიული ვუალი (ფრანგ. voile — „ფარდა“) — გამჟღავნებულ კინო და ფოტომასალაზე მიღებული გაშავება, რომელიც წარმოიქმნება ლითონური ვერცხლის აღდგენის შედეგად იმ ადგილებში, სადაც ექსპონირებისას სინათლემ ფოტოშრეზე არ იმოქმედა.

ფოტოგრაფიული ვუალი ფოტოს მარჯვენა მხარეს

ფოტოგრაფიული ვუალი ამცირებს გამოსახულების კონტრასტულობას. ფოტოგრაფიული ვუალის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სამჟღავნს უმატებენ კალიუმბრომიდსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც გამჟღავნების ამორჩევითობას ადიდებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება