ვსევოლოდსკის ელჩობა
ვსევოლოდსკის ელჩობა — რუსეთის სამეფოს ელჩობა კახეთში 1593-1594 წლებში. მოეწყო იორამისა და კირილეს ელჩობის საპასუხოდ, როდესაც კახეთის მეფემ ალექსანდრე II-მა რუსეთის ხელმწიფეს, თედორე ივანეს ძეს სთხოვა დაეცვა კახეთი საშამხლოს თავდასხმებისაგან.
ვსევოლოდსკის ელჩობამ ალექსანდრე I-ს ბორის გოდუნოვის (რომელსაც თედორე მეფემ კახეთის საქმეები მიანდო) წერილი და საჩუქრები გადასცა. წერილში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ხელმწიფემ ჯარი გაგზავნა საშამხლოში. გოდუნოვი კახეთის მეფეს სთხოვდა, მასაც გაეგზავნა ჯარი ტარკში და რუსეთის ჯარის სარდალთან შეთანხმებით ემოქმედა. ვსევოლოდსკის ელჩობას სამშობლოში დაბრუნებისას გაჰყვნენ კახეთის სამეფოს ელჩები — ხურშიტა და იორამი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ., 4 თბ., 1967
- მაჭარაძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- Белокуров С. А., Сношения России с Кавказом, в. 1 (1578–1613), М., 1889.