ვრანგელის სახლი (რუს. Дом Врангеля) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია 1885 წელს არქიტექტორ ნიკოლაი დოროშენკოს პროექტის მიხედვით[1]. ამ სახლში გაატარა თავისი ბავშვობა და ახალგაზრდობა თეთრგვარდიელმა გენერალმა, თეთრების მოძრაობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პეტრე ვრანგელმა[2]. ვრანგელის სახლს აქვს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3]. ამჟამად ნაგებობა ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს რესტავრაციას[4].

ვრანგელის სახლი
რუს. Дом Врангеля
კოორდინატები 47°12′58″N 39°43′07″E / 47.216239° ჩ. გ. 39.718536° ა. გ. / 47.216239; 39.718536
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი ნიკოლაი დოროშენკო
ტიპი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № {{{1}}}
გახსნის თარიღი 1885

ვრანგელის ვილა ააშენეს 1885 წელს არქიტექტორ ნიკოლაი დოროშენკოს პროექტის მიხედვით. თავდაპირველად სახლი სხვადასხვა მფლობელის ხელში იყო, ხოლო შემდეგ იყიდა ბარონმა ნიკოლაი ვრანგელმა[1], რომელიც იყო მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე, მწერალი და ანტიკვარიატის კოლექციონერი. მისი ცოლი მარია დიმიტრის ასული იყო როსტოვის პირველი ქალთა საკვირაო სკოლის გახსნის ინიციატორი. მათი შვილი პეტრე ვრანგელი გახდა თეთრების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სამოქალაქო ომის პერიოდში[4].

საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია და მასში განათავსეს № 68 საბავშვო ბაღი. 1990-იან წლებში საბავშვო ბაღი დახურეს და შენობა აქამდე მიტოვებულია. როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის მეთაურის 1998 წლის 9 ოქტომბრის № 411 გადაწყვეტილების მიხედვით ვრანგელის სახლი სახელმწიფო დაცვის ქვეშაა და გამოცხადებულია რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად[3]. 2006 წელს შენობა საჩუქრად გადაეცა როსტოვის ეპარქიას[4]. ამჟამად ქირავდება რესტავრაციის პირობით[5]. ეპარქია ფიქრობს, რომ განახლებულ შენობაში გახსნას საგანმანათლებლო ცენტრი და მუზეუმი[6]. 2011 წელს დაგეგმეს სახლში გაეხსნათ ალექსანდრე სოლჟენიცინის მუზეუმი, მაგრამ როსტოვის ეპარქიამ რესტავრაციისათვის საჭირო სახსრების მოძიება ვერ მოახერხა. 2012 წელს მოახერხეს სახურავის გამოცვლა და ფანჯრების დამონტაჟება[4]. 2011 წელს შენობასთან გაიმართა მშვიდობიანი აქცია, რომლის მონაწილეთა მიზანი იყო ხელისუფლებას ყურადღება მიექცია არქიტექტურული ძეგლისათვის[7]. 2013 წლის მარტში როსტოვის ეპარქიამ შენობა გაყიდა 9 მლნ რუბლად. შემოსული თანხით გაარემონტეს დონის როსტოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი. შენობის ახალი მფლობელი კი გახდა „მექანიზატორების გაერთიანება“[4].

2015 წელს ქალაქის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა დაენგრია სახლი და მის ადგილზე აეშენებინათ შენობის ზუსტი ასლი. მისი აღდგენა შეფასდა 130 მლნ რუბლად, ხოლო ასლის მშენებლობა - 20 მლნ. შენობის დანგრევის იდეა მკაცრად გააკრიტიკიეს საზოგადოების წარმომადგენლებმა[8].

2016 წელს დაგეგმეს შენობის რესტავრაცია და მასში ახალგაზრდული კლუბის გახსნა. სამუშაოები დაჯდებოდა 115 მლნ. რუბლი[9]. საბოლოოდ გადაწყდა, რომ რესტავრაციის შემდეგ მასში გაიხსნება ვრანგლის მუზეუმი[10][11].

2017 წლის მონაცემებით შენობა ჯერ კიდევ არაა ბოლომდე აღდგენილი და ადგილი აქვს ვანდალიზმის აქტს[12][13].

  1. 1.0 1.1 Ростовская епархия продала дом Врангеля. Новая газета (2013-03-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-09-15.
  2. Ирина Ароян. (2013-03-27) Детский сад мой и Врангеля. Московский комсомолец. ციტირების თარიღი: 2013-09-15.
  3. 3.0 3.1 Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-09-15.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Епархия продала домик Врангеля в Ростове-на-Дону. РИА Новости (2013-03-06). ციტირების თარიღი: 2013-09-15.
  5. „Дом барона Врангеля: красота не спасла?“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-01-30.
  6. Владимир Левендорский. Печальный юбилей. voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2013-09-15.
  7. Админ. «Красота спасёт красоту».. voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-30.
  8. правды», Александр СТЕПАНОВ | Сайт «Комсомольской (2015-02-13). „Старинному особняку баронов Врангелей в центре Ростова грозит снос“. KP.RU - сайт «Комсомольской правды» (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-01-30.
  9. Алексей Сакунов. (2013-06-26) Новый собственник дома Врангеля в Ростове хочет сделать в нём молодёжный клуб. donnews.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-30. ციტირების თარიღი: 2013-09-15.
  10. Репортер, Городской (2015-09-14). „В отреставрированном доме Врангеля откроют музей“. Городской репортер – новости Ростова-на-Дону (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-01-30.
  11. Дом Врангеля в Ростове восстановят в 2016 году. www.rostov.aif.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-30.
  12. „Вандальная надпись появилась на Доме Врангеля в Ростове“. Privet-Rostov.ru - Главные новости Ростова и Ростовской области (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-01-30.
  13. Вандалы в Ростове захватили Дом Врангеля и потребовали насилия над детьми. bloknot-rostov.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-30.