ვიკიპედია:პორტალი

(გადამისამართდა გვერდიდან ვპ:პ)
მალხმობა:
ვპ:პ

პორტალები არის გვერდები, რომლებიც ”მთავარი გვერდის” ფუნქციას ასრულებს სპეციფიური თემებისთვის. პორტალები შეიძლება დაკავშირებული იყოს ერთ ან რამდენიმე ვიკიპროექტთან; თუმცა სხვა ვიკიპროექტებისგან განსხვავებით, ისინი განკუთვნილია როგორც ვიკიპედიის მკითხველთა, ასევე რედაქტორთათვის, და მათ ეკისრება მასალების როგორც უფრო ვრცელი აუდიენციისთვის მიწვდენა ასევე წვლილის შემოტანის გააქტიურებაც.

სარჩევი

რა არის პორტალი?

დამატებითი ინფორმაცია: რა არის რჩეული პორტალი?

პორტალი კონცეფციას დასაბამი პოლონურ და გერმანულ ვიკიპედიებში დაედო. 2005 წლის დასაწყისში, პორტალის იდეა გადაღებული იყო ინგლისურ ვიკიპედიაში და პირველი ვიკიპორტალებიც შეიქმნა. მოგვიანებით, იმავე წელს შეიქმნა სპეციალური სახელთა სივრცე (Portal:) პორტალებისთვის.

პორტალის იდეაა დაეხმაროს მკითხველებს და/ან რედაქტორებს ადვილად მოახდინონ მანევრირება ვიკიპედიის თემებში მთავარი გვერდის მსგავსი გვერდებით. ამგვარად, პორტალები ხელსაყრელი გასაღებია ვიკიპედიის მასალისთვის.

როგორ ვიპოვოთ პორტალი

ყველა პორტალი უნდა იყოს შეყვანილი პორტალების დირექტორიაში, სადაც ასევე აღწერილია დეტალები მათი შექმნის თარიღებზე და თუ ვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ამა თუ იმ სპეციფიურ პორტალზე. თუ თქვენ შექმენით რომელიმე პორტალი, მაშინ იქაც უნდა აღნიშნოთ იგი. თემატურ საძიებელში მოყვანილია ყველა ხარისხიანი პორტალის სახელი.

პორტალები ასევე ერთმანეთთანაც არის დაკავშირებული ბმულებით და მომხმარებლებს შეუძლიათ ერთი პორტალიდან მეორეში ნავიგაცია. უნივერსალური საშუალებები, როგორიცაა ინდექსი, რომელიც ყველა ძირეულ პორტალს აკავშირებს, და პორტალის თარგი, რომელიც სტატიებს შესაბამის პორტალებთან აკავშირებს, გაადვილებული ბრაუზინგის საშუალებას იძლევა. ამასთან პორტალები კატეგორიებშიც არის დახარისხებული იერარქიულად. ყველა პორტალს ასევე ბმულები აქვს შესაბამის ქვეპორტალებზე.

მთავარ სახელთა სივრცეში უმთავრეს პორტალებზე ბმულები პირდაპირ მითითებულია მთავარ გვერდზე.

როგორ დავგეგმოთ პორტალი

ახალი პორტალის დაწყებას საკმაო დაგეგმვა სჭირდება და წვლილი სხვა რედაქტორებისგან ამ საქმეში შესაძლოა დიდად დაგეხმაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებელი არაა, იდეები ახალ პორტალებზე შეიძლება წამოაყენოთ წინადადებების გვერდზე სხვა რედაქტორებთან დისკუსიისთვის მის საჭიროებაზე, პერიოდულ განახლებასა და დიზაინზე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ახალი პორტალების დაგეგმვისას, რომ ეს ნებისმიერი საკითხისთვის მიზანშეწონილი არ არის, და, როგორც წესი, სასარგებლოა უფრო ვრცელი და ზოგადი ხასიათის თემებისთვის. დისკუსიები არსებული პორტალების სახელის შეცვლაზე, გაერთიანებაზე ან გაყოფაზე ასევე შეიძლება მოთავსდეს იმავე გვერდზე - ვიკიპედია:პორტალი/წინადადებები, მაგრამ ეს საკითხები, როგორც წესი, თავად პორტალების განხილვის გვერდზე იხილება.

როგორ შევქმნათ პორტალი

არ არსებობს ერთი სტანდარტული დიზაინი ყველა პორტალისთვის, თუმცა ყველაზე გავრცელებული განლაგებაა "ფანჯრების სქემა". მისი გამოყენება რეკომენდირებულია, ვინაიდან მისი შექმნა და განახლება ძალიან ინტუიტიურია. პორტალების დიზაინის სხვა იდეებისთვის დაათვალიერეთ უკვე არსებული პორტალები და ასევე რჩეული პორტალები. ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციებისთვის თუ როგორ შექმნათ ახალი პორტალი იხ. ინსტრუქციების გვერდი.

როგორ გავაუმჯობესოთ პორტალი

პორტალების უმრავლესობა მკითხველთათვის შეიცავს შემდეგს:

  • რჩეული სტატია და/ან ფოტოსურათი
  • ბმულების თემისთვის მთავარ კატეგორიაზე და ქვეკატეგორიებზე (ზოგი პორტალი გამოტანილია მთავარი კატეგორიის აღწერის გვერდზეც).
  • ზოგადი ინფორმაცია თემის შესახებ, ან ბმულები ამ ინფორმაციაზე.
  • ბმულები სხვა პორტალებზე (თარგების გამოყენებით) და რედაქტორებისთვის საყურადღებო გვერდებზე.
  • ბმულები დაკავშირებულ ვიკიპროექტებზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ {{ვიკიმედია}} და დაამატოთ ვიკიმედიის დობილი პროექტების ბმულები თქვენს პორტალს (ბმულები სიახლეებზე, სურათებზე და მისთ.).
  • ბმულები სპეციფიურ სტატიებზე ან დავალებებზე
  • კვირის, თვის და მისთ. კოლაბორაციებზე (სათანამშრომლო პროექტები).

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეეჭიდოთ შესაბამის კატეგორიებში სტატიების დახარისხებას, თუ ეს უკვე არ გაკეთებულა (ან დაამატეთ ეს დავალება "გასაკეთებელ საქმეთა" სიას, რათა შემოსულმა ახალმა მომხმარებლებმა შეძლონ დახმარება).

როგორ მივიღოთ მონაწილეობა

ისევე როგორც თავად ვიკიპედია, პორტალების რედაქტირებაც ყველასთვის გახსნილია. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ გავუწიოთ ანგარიში სხვების მიერ უკვე დახარჯულ შრომას. ინდივიდუალური პორტალების განახლებისთვის რედაქტორები ყოველთვის საჭიროა; თუ სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ რომელიმე არსებული პორტალის პერიოდულ განახლებაში, დააფიქსირეთ თქვენი განზრახვა განხილვის გვერდზე, შეიტანეთ თქვენი სახელი პორტალების დირექტორიაში და შეუდექით მუშაობას!

პორტალების აქტიურობის კოორდინაციისთვის გათვალისწინებულია პორტალების პროექტის შექმნა. მისი მიზანია ყველა პორტალისთვის საერთო სტანდარტების შექმნა და განახლების გააქტიურება. სხვა აუცილებელ ამოცანათა შორისაა პორტალების ინტეგრაცია და კატეგორიზაცია.

დაუყოვნებვილ ყურადღებას საჭიროებს პორტალები შეტანილი ამ სიაში: კატეგორია:პორტალები დამუშავების პროცესში.

იხილეთ აგრეთვე