ვიკიპედია:ვანდალიზმი: მხოლოდ ანგარიშის სახელი

(გადამისამართდა გვერდიდან ვპ:ვმა)

მხოლოდ ვანდალიზმისთვის შექმნილ ანგარიშებს განეკუთვნება ანგარიშები, რომელიც ვიკიპედიაში იქმნება მხოლოდ და მხოლოდ ვანდალიზმისთვის. ასეთი ანგარიშების სახელწოდება შესაძლოა იყოს სპამი (მაგალითები: Konstantine.ge, Myfifa.tk), შეიცავდეს ორგანიზაციის სახელწოდებებს, შეურაცხყოფას ან/და უცენზურო სიტყვებს (მაგ:ასეთი), ან ჰქონდეს ნეიტრალური, მაგრამ მიუღებელი სახელი (New user message), ან, შესაძლოა, ასეთი სახისაც კი იყოს.

გამკლავება მსგავს ანგარიშებთან

მხოლოდ ვანდალიზმისთვის შექმნილი ანგარიშები, ჩვეულებრივ, იბლოკება უსასრულოდ, ზოგჯერ გაფრთხილების გარეშეც. ბოლო შემთხვევისთვის, ზოგჯერ, ვანდალიზმის სიმძიმის გათვალისწინებით, შესაძლოა, პირველი ბლოკირება იყოს დროებითი. თუ ბლოკირების დროის გასვლის შემდეგ მომხმარებელი კვლავ გააგრძელებს ვანდალურ საქმიანობას, ძალზე იშვიათია, მეორე ბლოკირებაც იყოს დროებითი: იბლოკება განუსაზღვრელი ვადით.

იხილეთ აგრეთვე