ვოსხოდი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
„ვოსხოდი“ (რუს. Восход — „აისი“) — სსრკ-ის შექმნილი კოსმოსური ხომალდი პილოტირებული კოსმოსური გაფრენებისათვის. იგი იყო გაგრძელება „ვოსტოკის“ ტიპის კოსმოსური ხომალდების სერიისა.
ხომალდი შედგებოდა სფერისებური დასაშვები მოდულისგან (დიამეტრი 2,3 მეტრი), სადაც მოთავსებულნი იყვნენ კოსმონავტები და კონუსისებური ინსტრუმენტული ნაკვეთურისგან (მასა 2,27 ტონა, სიგრძე 2,25 მეტრი, სიგანე 2,43 მეტრი), სადაც მოთავსებული იყო საწვავი და ძრავები.
„ვოსხოდის“ ტიპის კოსმოსური ხომალდი ძირითადად იგივე „ვოსტოკის“ ტიპის ხომალდი იყო, რომელსაც ჰქონდა მყარსაწვავიანი დამამუხრუჭებელი ძრავა, რომელიც დასაშვები მოდულის წინა ნაწილში იყო მოთავსებული. კატაპულტირებადი სავარძელი „ვოსხოდიდან“ მოშორებულ იქნა და მის მაგივრად დაემატა ორი სავარძელი, რომელიც 90 გრადუსით იყო გადახრილი იმ მდგომარეობიდან რა მდგომარეობაშიც „ვოსტოკში“ იყო სავარძელი მოთავსებული. „ვოსხოდ-2“ შემთხვევაში დასაშვებ მოდულს დაემატა გასაბერი ლუკი (ღია კოსმოსში გასასვლელად) შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს. ეს ლუკი გამოყენების მერე შორდებოდა ხომალდს. ავარიის შემთხვევაში ეკიპაჟისათვის არ იყო გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები. მყარსაწვავიანი სამუხრუჭე ძრავა ასევე დაემატა დასაშვებ მოდულს მიწაზე რბილად დაშვებისათვის. ეს აუცილებელი იყო, რადგან „ვოსტოკისგან“ განსხვავებით „ვოსხოდის“ ეკიპაჟი დასაშვებ მოდულში მყოფი ეშვებოდა მიწაზე. სივრცის ნაკლებობა ხომალდ „ვოსხოდში“ იწვევდა იმას, რომ კოსმონავტები სკაფანდრების გარეშე მიფრინავდნენ. „ვოსხოდ-2“ გაფრენის დროს ორივე კოსმონავტს ეცვა სკაფანდრი, რადგან ეს მისია ითვალისწინებდა ღია კოსმოსში გასვლას. ეკიპაჟის მეორე წევრი (პავლე ბელიაევი) ასევე ატარებდა სკაფანდრს იმ შემთხვევისთვის, თუკი უცებ ხომალდი ჰერმერტულობას დაკარგავდა. დასაშვებ მოდულს ასევე დაემატა მყარსაწვავიანი სამუხრუჭე ძრავა. „ვოსტოკს“, როგორც წესი, საკვების, წყლის და ჟანგბადის ათდღიანი მარაგი მიჰქონდა თან, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ მისი სამუხრუჭე ძრავა არ იმუშავებდა, „ვოსტოკის“ ორბიტა ატმოსფეროს მაღალი ფენების წინააღმდეგობის გამო ამ ხნის განმავლობაში ხომალდს თავისით დაამუხრუჭებდა და დასვამდა დედამიწაზე. რაც შეეხება „ვოხსოდს“, მასში ადგილის ნაკლებობის გამო საკვების, წყლის და ჟანგბადის მარაგი მკვეთრად შეზღუდული იყო და სამუხრუჭე ძრავის გაუმართაობა არსებითად კოსმონავტების სიკვდილს ნიშნავდა.
ღია კოსმოსში გასასვლელი გასაბერი ლუკი იწონიდა 250 კილოგრამს, მისი დიამეტრი იყო 700 მმ, ხოლო სიმაღლე 770 მმ (კოსმოსში გაბერვამდე). კოსმოსში გაბერვისას მისი სიგრძე 2,5 მეტრი ხდებოდა, გარე დიამეტრი 1,2 მეტრი, ხოლო შიგა დიამეტრი 1 მეტრი. „ვოსხოდი“ კოსმოსში გაჰყავდა რაკეტა „ვოსხოდს“, რომელიც რაკეტა „ვოსტოკის“ გაუმჯობესებული ვარიანტი იყო.
- „ვოსხოდის“ პროგრამით განხორციელდა შემდეგი ფრენები:
- კოსმოს-47, 1964 წლის 6 ოქტომბერს. უპილოტო გამოსაცდელი ხომალდი.
- ვოსხოდ-1, 1964 წლის 12 ოქტომბერს. მსოფლიოში პირველი გაფრენა როცა ხომალდის ბორტზე ერთზე მეტი ადამიანი იყო.
- კოსმოს-57, 1965 წლის 22 თებერვალს. უპილოტო გამოსაცდელი გაფრენა რომელიც წარუმატებლად დამთავრდა.
- ვოსხოდ-2, 1965 წლის 18 მარტი. ადამიანის პირველი გასვლა ღია კოსმოსში (ალექსეი ლეონოვი).
- კოსმოს-110, 1968 წლის 22 თებერვალი. ორბიტალურ გაფრენაში საბორტო სისტემების გამოსაცდელი ფრენა. ხომალდში იყო ორი ძაღლი. გაფრენა 22 დღე გაგრძელდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ვოსხოდი“ ვიკისაწყობში.
- ვოსხოდი — Bernd-leitenberger.de