ვორონცოვის აგარაკი

ვორონცოვის აგარაკი (რუს. Воронцова дача) — XVIII საუკუნის არქიტექტურის ძეგლი, რუსეთის სახელმწიფო მოღვაწისა და დიპლომატის მიხეილ ვორონცოვის აგარაკი. აგებულია ბაროკოს არქიტექტურულ სტილში და არის ამ სახის ერთ-ერთი დღემდე შემონახული უიშვიათესი ძეგლი, რომელიც აგებულია ქალაქის გარეუბანში. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის კრასნოსელსკის რაიონში. მისამართი ჩეკისტების ქუჩა, სახლი № 13. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის ფედერალური ობიექტი.

ვორონცოვის აგარაკი
Воронцова дача
კოორდინატები 59°50′44″N 30°07′54″E / 59.845521° ჩ. გ. 30.13162° ა. გ. / 59.845521; 30.13162
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი კ. ჯ. ტრეზინი
მოქანდაკე ანტონიო რინალდი
სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1757
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810257000

პეტრეს ეპოქაში მდინარე სოსნოვკის ორივე სანაპიროს მიწები ეკუთვნოდათ ძმებ აპრაქსინებს. გრაფმა ვორონცოვმა და მისმა ცოლმა ანამ, რომელიც იყო იმპერატორ ელისაბედ პეტრეს ასულის ბიძაშვილი, თევდორე აპრაქსინისაგან მიწა შეისყიდეს 1750-იანი წლების დასაწყისში და მალევე დაიწყეს ქვის სასახლის მშენებლობა, რომლის პროექტზეც მუშაობდა კარლო ჯუზეპე ტრეზინი, ხოლო ტრეზინისა და ვორონცოვებს შორის ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ სასახლის მშენებლობა გადაეცა სხვა ხუროთმოძღვარს, კერძოდ, ანტონიო რინალდის. სასახლის მშენებლობა მიმდინარეობდა 1755 წლიდან 1757 წლამდე.

ვორონცოვის გარდაცვალების შემდეგ აგარაკმა მფლობელი არაერთხელ გამოიცვალა. იგი ჯერ ალექსანდრე ზუბოვს, შემდეგ ალექსანდრე კურაკინს ეკუთვნოდა, რომლის შემვეგ მფლობელი გახდა იოსებ ველიო, რომლისგანაც აგარაკი 1803 წელს შეიძინა ალექსანდრე ნარიშკინმა. 1829 წელს ნარიშკინის გარდაცვალების შემდეგ, აგარაკის ნაწილი შეიძნა ი. პ. სალტიკოვის სიძემ და მემკვიდრემ სენატორმა პ. მ. მიატლევმა.

XVIII საუკუნის არქიტექტურის ძეგლი დაზიანდა 1941 წლის ხანძრის შედეგად. ნანგრევების სახით იდგა 1950-იანი წლების ბოლომდე, მანამ სანამ გარე ფასადი არ აღადგინეს მიხეილ პლოტნიკოვის პროექტით.

პოსტსაბჭოთა პერიოდში სახლი დაიკავა პეტერბურგის ტექნოლოგიების ინსტიტუტის კათედრამ. 2009 წელს დიდი კამათის შემდეგ, შენობა გადავიდა ქალაქის ფედრალურ საკუთრებაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება