ვოლფ მესინგი (პოლ. Wolf Messing, იდიშ. וואלף מעסינג; დ. 10 სექტემბერი, 1899, გურა კალვარია, ვარშავის პროვინცია, რუსეთის იმპერია — გ. 8 ნოემბერი, 1974, მოსკოვი, სსრკ) — საბჭოთა საშემსრულებლო ხელოვნების არტისტი (მენტალისტი), რომელიც ატარებდა ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებს აუდიტორიის „აზრების წაკითხვაზე“; რსფსრ დამსახურებული არტისტი (1971).[1]

ვოლფ მესინგი
დაბადების თარიღი 10 სექტემბერი, 1899
გურა კალვარია, ვარშავის პროვინცია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 8 ნოემბერი, 1974 (75 წლის)
მოსკოვი, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
პოლონეთი
სსრკ
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1899 წლის 10 სექტემბერს გურა-კალვარიაში (ვარშავის გუბერნია, რუსეთის იმპერია) ებრაულ ოჯახში.

ბავშვობაში მონაწილეობდა პოლონეთის მოხეტიალე ცირკის ილუზიონისტების გამოსვლებში. შემდეგ აითვისა „საესტრადო ტელეპათია“ (ე. წ. „კონტაქტი ხელის მეშვეობით“). თავად მესინგი ასე ახასიათებდა თავის გამოსვლებს:

 
„„ეს არ არის აზრების კითხვა, ეს უფრო, ასე ვთქვათ, „კუნთების კითხვაა“. როცა ადამიანი დაძაბულად ფიქრობს რაიმეზე, თავის ტვინის უჯრედები იმპულსებს გადასცემს ორგანიზმის ყველა კუნთს. მათი მოძრაობა, რომელიც ჩვეულებრივი თვალისთვის შეუმჩნეველია, ადვილად აღიქმება ჩემს მიერ... ხშირად აზრობრივ ამოცანას მე ინდუქტორთან უშუალო კონტაქტის გარეშე ვასრულებ. აქ ჩემთვის ძირითადი მაჩვენებლები შეიძლება გახდეს მისი სუნთქვის სიხშირე, პულსი, ხმის ტემბრი, ქცევის ხასიათი და ა. შ.““

დ. ა. ბირიუკოვმა - სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, სამედიცინო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, სადაც მესინგმა თავისი უნარები აჩვენა, ანალოგიურად ახსნა მესინგის ტექნიკა.

მესინგის ეს მტკიცებულება დაადასტურა იური გორნიმაც მესინგის მრავალი ექსპერიმენტის რეპროდუცირებისას, მათ შორის უფრო რთული ფორმითაც.

1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მესინგი საბჭოთა კავშირში გაიქცა, სადაც დაიწყო საჯარო გამოსვლები „აზრების კითხვა“ ჯერ პროპაგანდისტულ ბრიგადების შემადგენლობაში, შემდეგ კი ინდივიდუალურად. გამოდიოდა ილუზიონისტის როლში საბჭოთა ცირკში.

მესინგის ყველა ნათესავი, მათ შორის მამა და ძმები, დაიღუპნენ მაიდანეკსა და ვარშავის გეტოში.

მეორე მსოფლიო ომის დროს არტისტ მესინგის ხარჯით აიგო ორი მოიერიშე თვითმფრინავი. პირველი ავიაგამანადგურებელი „იაკ-7“ ვოლფ მესინგმა ნოვოსიბირსკში იყიდა 1944 წელს სპეციალურად უფროსი ლეიტენანტის, კონსტანტინე კოვალიოვისთვის მას შემდეგ, რაც წაიკითხა ბრძანება მფრინავი-ასისთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მინიჭების შესახებ. თვითმფრინავზე გაკეთდა წარწერა: „საბჭოთა პატრიოტის ვ. გ. მესინგის საჩუქარი საბჭოთა კავშირის გმირს, მფრინავს კ. ფ. კოვალიოვს“. ამ გამანადგურებლით კონსტანტინე კოვალიოვმა მტრის 4 თვითმფრინავი ჩამოაგდო. კოვალიოვი და მესინგი დამეგობრდნენ და ომის შემდეგ ერთმანეთს ხშირად სტუმრობდნენ. მეორე გამანადგურებელიც ასევე 1944 წელს არის შეძენილი და ემსახურებოდა ვარშავის საჰაერო პოლკს.

1943-1944 წლებში მესინგი ნოვოსიბირსკში ცხოვრობდა.

ვოლფ მესინგის თანაშემწე იყო მისი ცოლი - აიდა მიხეილის ასული მესინგ-რაპოპორტი. აიდას ავადმყოფობისა და გარდაცვალების შემდეგ, 1961 წლიდან 1974 წლამდე მესინგის ასისტენტი გახდა ვ. ივანოვსკაია.

ვოლფ მესინგი 1974 წლის 8 ნოემბერს, საღამოს 23 საათზე, 76 წლის ასაკში, საავადმყოფოში გარდაიცვალა ფეხების ხანგრძლივი დაავადების შედეგად, რომელიც მან ომის დროს დაიზიანა. მას წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა ბარძაყისა და იღლიის არტერიებზე, მაგრამ გაურკვეველი მიზეზით, რამდენიმე დღის შემდეგ, თირკმლის უკმარისობისა და ფილტვის შეშუპების შემდეგ, გარდაიცვალა. დაკრძალეს მოსკოვში, ვოსტრიაკოვოს სასაფლაოზე.[2] [3]

კინოსა და ტელევიზიაში

რედაქტირება
  • „ვოლფ მესინგი: დროის მიღმა მხედველი“ (2009) - მრავალნაწილიანი მხატვრული ფილმი, რეჟისორი ვლადიმირ კრასნოპოლსკი და ვალერი უსკოვი, ედუარდ ვოლოდარსკის სცენარის მიხედვით, მესინგის მემუარებზე დაფუძნებული, მესინგის როლში - ალექსანდრე ხინკისი (ბავშვობაში), რომან გრეჩიშკინი (ახალგაზრდობაში), ევგენი კნიაზევი (შუახნისა და ხანდაზმულ ასაკში)
  • „ერის მამის ვაჟი“ (2013). როგორც 2009 წლის ფილმში, მესინგის როლს ევგენი კნიაზევი ასრულებს
  • „მესინგის მოსწავლე“ (2020) - მრავალნაწილიანი მხატვრული ფილმი, მესინგის როლში - იური ბელიაევი

დოკუმენტური ფილმები და სატელევიზიო შოუები

რედაქტირება
  • „ვოლფ მესინგი. პირველი საბჭოთა ექსტრასენსი“ (2005) - სატელევიზიო კომპანია „პიგმალიონის“ფილმი, რეჟისორი მაქსიმ ფაიტელბერგი, მესინგის მემუარებზე დაფუძნებული.
  • საუკუნის საიდუმლოებები. 36: ვოლფ მესინგი. „მე ვხედავ ხალხის აზრებს“ („პირველი არხი“, 2006)
  • „მე - ვოლფ მესინგი“ (პირველი არხი, 2009) - მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რეჟისორი ნიკოლაი ვიქტოროვი, მესინგის მემუარების მიხედვით, მესინგის როლში - ევგენი რედკო
  • „ვოლფ მესინგი. ბოლო დღე“ („ვარსკვლავი“, 2016)
  • საუკუნის საიდუმლოებები. „ვინ ხარ შენ, ვოლფ მესინგ?“ („ვარსკვლავი“, 2018)
  • „საიდუმლო მასალები. ნათელმხილველი ვოლფ მესინგი“ („მსოფლიო“, 2019)
  • „ვოლფ მესინგი. მთავარი დღე“ („ვარსკვლავი“, 2021)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Эрлихман, Вадим Викторович|Эрлихман В. В. Мессинг: чародей Страны Советов // Geo, 2004, № 10
  2. Востряковское кладбище დაარქივებული 2014-08-07 საიტზე Wayback Machine. . История и география человечества.ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2011
  3. Могила В. Г. Мессинга დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. , m-necropol.ru.