ვოლფგანგ შოიბლე (გერმ. Wolfgang Schäuble) (დ. 18 სექტემბერი, 1942, ფრაიბურგი, გერმანული რაიხი, — გ. 26 დეკემბერი, 2023, ოფენბურგი, ბადენ-ვიურტემბერგი, გერმანია) — გერმანელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ბუნდესტაგის პრეზიდენტი 2017-2021 წლებში.

ვოლფგანგ შოიბლე (2006 წელი)

შოიბლემ მიიღო იურიდიული განათლება ფრაიბურგის და ჰამბურგის უნივერსიტეტები. მისი პოლიტიკური აქტიურობა 1969 წლიდან დაიწყო. იყო ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი. 1972 წელს აირჩიეს ბუნდესტაგში, რომლის წევრი გარდაცვალებამდე იყო.

კანცლერ ჰელმუტ კოლის მთავრობაში შოიბლე იყო განსაკუთრებულ საქმეთა (1984-1989), შემდეგ — შინაგან საქმეთა მინისტრი (1989-1991). 1990 წელს ხელმძღვანელობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან. ამ პერიოდში შოიბლე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავლენიან გერმანელ პოლიტიკოსად იქცა. იმავე წლის ოქტომბერში 48 წლის ვოლფგანგ შოიბლე მძიმედ დაიჭრა მასზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ქალაქ ოპენაუში. მას შემდეგ გარდაცვალებამდე ის შშმ პირის ეტლით გადაადგილდებოდა.[1]

2005-2009 წლებში შოიბლე კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა ანგელა მერკელის კაბინეტში, 2009-2017 წლებში კი ფინანსთა მინისტრად მუშაობდა. ამ პერიოდში ის ცნობილი იყო მკაცრი საფინანსო პოლიტიკით, რომელიც ეკონომიის დაცვისკენ იყო მიმართული და სამხრეთ ევროპის ქვეყნებს სესხის აღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. 2017 წელს აირჩიეს ბუნდესტაგის პრეზიდენტად. შოიბლე ამ თანამდებობას 2021 წლის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის დამარცხებამდე იკავებდა.

ვოლფგანგ შოიბლე გარდაიცვალა 2023 წელს, 81 წლის ასაკში.[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება