ვოლოდიმირ რაფეენკო

ვოლოდიმირ რაფეენკო (უკრ. Володимир Володимирович Рафєєнко; დ. 25 ნოემბერი, 1969, დონეცკი) ― უკრაინელი მწერალი,[1] პროზაიკოსი და პოეტი. 1992 წლიდან 2018 წლამდე ნაშრომებს რუსულ ენაზე წერდა, ძირითადად რუსეთში იბეჭდებოდა და რუსული ლიტერატურის წარმომადგენლად მიიჩნეოდა.[2] 2014 წელს კიევში გადავიდა, სადაც უკრაინულ ენას სწავლობდა, ახალი რომანი უკრაინულ ენაზე დაწერა და უკრაინული ლიტერატურის წარმომადგენელი გახდა. 2019 წელს მის მიერ უკრაინულ ენაზე დაწერილი პირველი რომანი „მონდეგრინი (სიმღერები სიკვდილისა და სიყვარულის შესახებ)“ (უკრ. Мондегрін (пісні про смерть та любов) გამოქვეყნდა.[3]

ვოლოდიმირ რაფეენკო
დაბადების თარიღი 25 ნოემბერი, 1969(1969-11-25) (55 წლის)
დაბადების ადგილი დონეცკი
საქმიანობა მწერალი, პოეტი და რედაქტორი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა  უკრაინა
 სსრკ
ალმა-მატერი დონეცკის ეროვნული უნივერსიტეტი
ჯილდოები Russia Award