ვოლგოდონსკის სამების ტაძარი

ვოლგოდონსკის სამების ტაძარი (რუს. Свято-Троицкий храм) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ ვოლგოდონსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონსკის ეპარქიას. აგებულია 2011 წელს.

ვოლგოდონსკის სამების ტაძარი
ვოლგოდონსკის სამების ტაძარი — რუსეთი
ვოლგოდონსკის სამების ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ვოლგოდონსკი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი hram-vd.cerkov.ru
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2008-2011

ტაძრის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ქალაქი ვოლგოდონსკი.

ვოლგოდონსკის სამების ტაძარი წარმოადგენს არქიტექტურულ ანსამბლს, რომელიც მდებარეობს ვოლგოდონსკში ყურის ნაპირზე. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2008 წელს. 2009 წლის 7 აგვისტოს ტაძრის საძირკველში ჩადეს კაფსულა, რომელიც სიმბოლურად იყო გზავნილი მომავალი თაობისათვის და მასში იდო ყველა იმ ქველმოქმედის სია, რომელმაც გაიღო სახსრები ტაძრის მშენებლობისათვის.

2010 წელს ცენტრალური საკურთხევლის გარე კედელზე გაჩნდა პირველი სიწმინდე - სამების მოზაიკური ხატი, რომელიც შეასრულეს ვოლგოდონსკელმა ხელოსნებმა საქველმოქმედო თანხებით.

ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს. 2011 წლის 4 ნოემბერს აკურთხეს და აღმართეს წმინდა სამების ტაძრის ცენტრალური გუმბათი და ჯვარი.

ამჟამად სამების მონასტერი დიდებული, თეთრად შერებილი ტაძარს წარმოადგენს. ტაძრის ნაგებობა და უნიკალური არქიტექტურული ნიმუშები ნეობიზანტიურ სტილშია შესრულებული, რომელიც შეიცავს ძველი რუსული არქიტექტურის ნიმუშებსაც. ტაძრის ყველაზე მაღალ წერტილში, სამრეკლოს გუმბათზე დგას ჯვარი, რომელიც ოქროთია მოვარაყებული[1].

სიწმინდეები

რედაქტირება

ტაძარში დაცულია რამდენიმე სიწმინდე, მათ შორის: სერგი რადონეჟელის, მატრონა მოსკოველის და წმინდა ლუკას ხატები მათი წმინდა ნაწილებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Свято-Троицкий храм Свято-Ильинского прихода. volgodonskgorod.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-23. ციტირების თარიღი: 2017-02-27.