ვოლგოდონსკის ეკოლოგიურ-ისტორიული მუზეუმი

(გადამისამართდა გვერდიდან ვოლგოდონის ეკოლოგიურ-ისტორიული მუზეუმი)

ვოლგოდონსკის ეკოლოგიურ-ისტორიული მუზეუმი (რუს. Волгодонский эколого-исторический музей) — მუზეუმი ვოლგოდონსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. 1969-2003 წლებში ეწოდებოდა ვოლგოდონსკის საქალაქო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

ვოლგოდონსკის ეკოლოგიურ-ისტორიული მუზეუმი
47°30′43″ ჩ. გ. 42°09′10″ ა. გ. / 47.51194° ჩ. გ. 42.15278° ა. გ. / 47.51194; 42.15278
დაარსდა 1969
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა როსტოვის ოლქი
ვიზიტორები 125 ათასი
დირექტორი ირინა პავლინოკი
ოფიციალური საიტი http://veimmuseum.ru/
Map

მუზეუმი დაარსდა 1969 წელს, როგორც ვოლგოდონსკის საქალაქი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი[1]. 1977 წელს იგი გახდა როსტოვის საოლქო მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი. 1993 წლის 23 ოქტომბერს მუზეუმმა თვითმმართველის სტატუსი მიიღო[2]. 2003 წლის 30 ივლისს მას სახელი შეუცვალეს და უწოდეს კულტურის სახელმწიფო საოლქო განყოფილება „ვოლგოდონსკის ეკოლოგიურ-ისტორიული მუზეუმი“[3].

ამჟამად მუზეუმი შედგება სამი დანაყოფისაგან:

ორი ნაგებობა 12 საგამოფენო დარბაზით ქალაქ ვოლგოდონსკის ცენტრში და ცალკე მდგარი ეთნოგრაფიული კომლექსი „XIX საუკუნის კაზაკების ქოხი“, რომელსაც აქვს ეზო, სადაც 2003 წლის 19 სექტემბერს შედგა დონის ხალხის კულტურის, ხელოსნობისა და ცხოვრების ისტორიის მუზეუმის გახსნა[4].

მუზეუმი სტრუქტურულად იყოფა ექვს განყოფილებად: სამეცნიერო-საფონდო, სამეცნიერო-ეთნოგრაფიული, სმცნიერო-საექსპოზიციო, სამეცნიერო-სასწავლო, ტექნიკური, სამეურნეო. მუზეუმში არის სამეცნიერო ბიბლიოთეკა. მუზეუმის ფონდი მოითვლის 100 000-ზე მეტ ექსპონატს. ისინი ერთიანდებიან თემატურ კოლექციებში: რუსული და დონელების ხატწერა, საკულტო საგნები, სამხატვრო და საყოფაცხოვრებო ნივთები, XVII-XX საუკუნეების კერამიკა და მინა, საბჭოთა ფერწერა და გრაფიკა, რუსი და უცხოელი მხატვრები, სამოქალაქო ომისა და დიდი სამამულო ომის მასალები და სხვა[5].

მუზეუმში იმართება თემატიკური ექსკურსიები[6]:

  • „პირველი ნაბიჯები“ — ვოლგა-დონის არხისა და ციმლიანის ჰიდრო-კვანძის შექმნის ისტორია, რის წყალობითაც დაარსდა ქალაქი ვოლგოდონსკი. კოლექციაში დაცულია ამ პროექტის მონაწილეთა ფოტოები, დოკუმენტები და პირადი ნივთები.
  • „საუკუნეების სიღრმეში“ — ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანის, ასევე შუა საუკუნეების არტეფაქტები და საგნები, რომლებიც ეკუთვნიან ხაზართა სახანოს აღზევების ეპოქას.
  • „დონის კაზაკების ტრაგედია და სამოქლაქო ომი 1917-1920 წწ.“
  • „მართლმადიდებლური ხატები დონის ტერიტორიაზე“
  • „როსტოვის ოლქის აღმოსავლეთი ტერიტორიები დიდი სამამულო ომის პერიოდში 1941-1945 წწ.“

გამოფენაზე დონის ეკლესიები წარმოდგენილია ოლქის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ეკლესიის მაკეტი, მათ შორის ბოლშაია-მარტინოვკის სამების ეკლესიის მაკეტი[6].

ყოველწლიურად მუზეუმს სტუმრობს 125 000 დამთვალიერებელი[5][7][8].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Решение № 64 от 26.02.1969 года исполкома Волгодонского городского совета депутатов трудящихся
  2. Постановление № 422 от 23 октября 1993 года Главы Администрации Ростовской области «О преобразовании филиалов государственных музеев области в самостоятельные музеи»
  3. Постановление № 370 от 30.07. 2003 года Администрации Ростовской области государственное учреждение культуры
  4. Волгодонский эколого-исторический музей | оВолгодонске.ru. ovolgodonske.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-06. ციტირების თარიღი: 2017-02-05.
  5. 5.0 5.1 Место встречи с искусством — эколого-исторический музей Волгодонска. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-06. ციტირების თარიღი: 2021-01-30.
  6. 6.0 6.1 Экскурсии. veimmuseum.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-05.
  7. Ночь в музее в Волгодонском эколого-историческом музее. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-06. ციტირების თარიღი: 2017-07-03.
  8. Волгодонский эколого-исторический музей