ვოლგოგრადის სინაგოგა (რუს. Волгоградская синагога) — სინაგოგა ვოლგოგრადში, ვოლგოგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს მისამართზე: ბალახნინის ქუჩა, 2.

ვოლგოგრადის სინაგოგა
Волгоградская синагога
კოორდინატები 48°41′47″N 44°30′32″E / 48.696389° ჩ. გ. 44.508889° ა. გ. / 48.696389; 44.508889
მდებარეობა რუსეთი, ვოლგოგრადი
თარიღდება 1888
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3400000285

XIX საუკუნეში ცარიცინში ცხოვრობდა 800 ებრაელი, ამის გამო 1888 წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა პირველი სკოლა-სინაგოგა, რომელიც მდებარეობდა დღევანდელი ვოროშილოვის რაიონში[1].

ხელისუფლების ოფიციალურ კურსში ანტირელიგიური ტენდენციის ზრდამ გამოიწვია სამლოცველო სახლების დახურვა ქალაქის ტერიტორიაზე. ასევე დახურეს სინაგოგა პორტ-საიდის ქუჩაზე. იგი გადააკეთეს სამკურნალო დაწესებულებად. სინაგოგის დახურვით ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობდა ებრაული თემის დაშლას[2].

1999 წლიდან ვოლგოგრადის ებრაული რელიგიური თემი დარეგისტრირდა. დაიწყო საუბრები ებრაული საზოგადოებისათვის ყოფილი მეორე სინაგოგის შენობის დაბრუნების შესახებ. ადმინისტრაციას დაბრუნების პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ შენობა სრულიად იყო აღჭურვილი ფიზიოთერაპიული აპარატურით. ამის გამო გადაცემის პროცესი დროებით გადაიდო.

2001 წელს ებრაულმა თემმა კვლავ წამოაყენა შენობის გადაცემის წინადადება, მაგრამ ახლა განიხილეს სხვა ვარიანტი - ბალახნისნის სკოლა-სინაგოგა, რასაც დაეთანხმა ხელისუფლება.

2001 წლის 21 ივნისს თემმა გადაწყვიტა, რომ ახალი სინაგოგისათის ეწოდებინათ, ყოფილი რელიგიური ლიდერის დავიდ კოლოტილინის სახელის პატივისცემის ნიშნად ბეით-დავიდი (დავიდის სახლი)[3].

2005 წელს სკოლა-სინაგოგის შენობაში დაიწყო მასშტაბური სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები. პროექტის ავტორი გახდა ვოლგოგრადის არქიტექტორ-რესტავრატორი სერგეი სენა და ისრაელის სინაგოგების მშენებლობისა და ურბანული განვითარების სპეციალისტი აარონ ოსტრაიხერი[4].

2007 წელს შედგა სინაგოგის გახსნა, რომელსაც ესწრებოდა რუსეთის მთავარი რაბინი ბერლ ლაზარი, ისრაელის საელჩოს წარმომადგენლები, ვოლგოგრადის ოლქისა და ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ამჟამად სინაგოგის მახლობლად მდებარეობს საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი, კომპიუტერული კლას-კაბინეტები თემის მუშებისთვის, სასტუმრო ოთახები, ასევ დიდი დარბაზი საზეიმო ღონისძიებებისთვის[5].

  1. Из истории волгоградской синагоги (рус.) // Шофар Поволжья : газета. — Волгоград, 2003. — Вып. 17 января. — № 7 (29). — С. 1.
  2. Из истории волгоградской синагоги (рус.) // Шофар Поволжья : газета. — Волгоград, 2003. — № 8 (30). — С. 3.
  3. Из истории волгоградской синагоги (рус.) // Шофар Поволжья : газета. — Волгоград, 2003. — № 9 (31). — С. 3.
  4. Вторая жизнь синагоги (рус.) // Шофар Поволжья : газета. — Волгоград, 2007. — № 18 (110). — С. 1.
  5. Символ сплочённости (рус.) // Шофар Поволжья : газета. — Волгоград, 2007. — Вып. 12 декабря. — № 19 (111). — С. 1.