ვლადისლავ ჩახორსკი
ვლადისლავ ჩახორსკი (პოლ. Władysław Czachórski; დ. 22 სექტემბერი, 1850, ლუბლინი — გ. 13 იანვარი, 1911, მიუნხენი)[4] — პოლონელი, აკადემიზმის მიმდევარი მხატვარი.
ვლადისლავ ჩახორსკი | |
---|---|
დაიბადა | 25 სექტემბერი, 1850 ან 22 სექტემბერი, 1850[1] [2] |
დაბადების ადგილი | ლუბლინი |
გარდაიცვალა | 13 იანვარი, 1911[1] [3] [2] (60 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მიუნხენი[1] |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა 1866-1867 წლებში ვარშავაში რაფალ ჰაძევიჩის ხატვის კლასში, შემდეგ დრეზდენში (1868) და მიუნხენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში. 1874–1877 წლებში იმოგზაურა იტალიასა და საფრანგეთში. 1879 წელს იგი მუდმივად დასახლდა მიუნხენში, სადაც მოიპოვა აღიარება და გახდა ადგილობრივი სახვითი ხელოვნების აკადემიის საპატიო პროფესორი.[5]
ჩახორსკი ხატავდა პორტრეტებს, ნატურმორტებს და შექსპირის თემის ნახატებს. მასზე გავლენა მოახდინა ჰოლანდიურმა მხატვრობამ (გ. ტერბორხი ). ქალის გამოსახულებებმა მდიდარი ინტერიერის ფონზე, ფოტოგრაფიული სიზუსტით წარმოდგენილმა, განსაკუთრებული აღიარება მოუტანა მას თანამედროვეთა შორის[6]. მან მიაღწია მნიშვნელოვან მხატვრულ და ფინანსურ წარმატებებს, მის ნახატებს უკვეთავდნენ მინიმუმ ორი წლით ადრე. მისმა თანამედროვეებმა ჩახორსკის პოლონური მხატვრობის სიამაყე უწოდეს.[7]
დაჯილდოებული იყო წმ. მიხეილის ორდენით.
კრიტიკა
რედაქტირებამხატვრის გარდაცვალების შემდეგ ზოგიერთმა კრიტიკოსმა დაადანაშაულა იგი ხელოვნებისადმი კომერციულ მიდგომაში, კოსმოპოლიტიზმში და მისი ნიჭის გაფლანგვაში (მაგ. ელიგიუშ ნიევიადომსკიმ 1923 წელს.). ამჟამად ჩახორსკის ნახატები დიდი პოპულარობით სარგებლობს ანტიკვარული პროდუქციის ბაზარზე და მაღალი ფასი აქვს.[7] [8]
ლიტერატურა
რედაქტირება- Feliks Kopera, Władysław Czachórski, w: Polski Słownik Biograficzny, tom IV, 1938
- Wacław Jaroszyński: Władysława Czachórskiego żywot i sprawy, Wydawnictwo: Uniwersytet Marii Curie – Skłodowskiej ISBN 83-227-2304-0.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #116776293 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ RKDartists
- ↑ Władysław Czachórski დაარქივებული 2023-06-19 საიტზე Wayback Machine. Czas 1911 nr 24 z 16 stycznia s. 3.
- ↑ P. Władysław Czachórski Kurier Lwowski 1890 nr 296 s. 6.
- ↑ Biografia w pinakoteka.zascianek.pl.
- ↑ 7.0 7.1 , https://web.archive.org/web/20020703143643/http://artandbusiness.onet.pl/1084129,0,1,artykul.html
- ↑ „Propozycja” za pół miliona დაარქივებული 2016-08-16 საიტზე Wayback Machine. PRNews.pl (Dostęp: 2012-08-29).