ვლადიმირ დიმიტროვი

ვლადიმირ დიმიტროვი — მაისტორა (ბულგ. Владимир Димитров — Майстора; დ. 1 თებერვალი 1882, ფროლოში, კიუსტენდილი, ბულგარეთი - გ. 24 სექტემბერი 1960, სოფია, ბულგარეთი) — ბულგარელი ფერმწერი, შემდგენი და მასწავლებელი. იგი ითვლება XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ბულგარელ მხატვრარად და პოსტ რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდის ყველაზე ღირსშესანიშნავ ბულგარელ ფერმწერად. მის პორტრეტებს და კომპოზიციებს აქვს გამომხატველი და ნათელი ფერი, გამოსახულების იდეალური ხარისხი, ღრმა სიმბოლური ძალა და თვითმყოფადობა. მისი კვლევის მთავარი თემაა ადამიანის და ბუნების ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ის თავს არ მიიჩნევს რელიგიურ ადამიანად, ის მიიჩნევს, რომ ბუნება რეგულირდება უმაღლესი სულით; ის იზიარებს, რომ მისი ნახატების მთავარი მიზანია აამაღლოს ადამიანი და კაცობრიობა, რათა იგი უფრო ახლოს იყოს ჰარმონიასთან, რომელიც წარმოდგენილია ამ ყოვლისმომცველი სულით.

ვლადიმირ დიმიტროვი
ბულგ. Владимир Димитров
დაიბადა 1 თებერვალი 1882
დაბადების ადგილი ფროლოში, კიუსტენდილი ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
გარდაიცვალა 24 სექტემბერი, 1960 (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი სოფია ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ეროვნება ბულგარელი
სფერო ფერწერა
ჟანრი პორტრეტი

ბიოგრაფია და კარიერა

რედაქტირება

ვლადიმირ დიმიტროვი დაიბადა ფროლოშში, კიუსტენდილთან ახლოს და დაიწყო თავისი კარიერა კლერკად. 1903 წელს იგი ჩაირიცხა სოფიის ხატვის სკოლაში, სადაც მას პირველად ოსტატი (Maystora) ეწოდა. 1922 წელს ვლადიმირი რომში ამერიკელი ჯონ კრანი გაიცნო და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, თავისი ნამუშევრების დიდი ნაწილი მას გაყიდა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში და მის შემდეგ, იმოგზაურა და მოინახულა რუსეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები. ამის შემდეგ მან თითქმის მთელი თავისი ცხოვრება სოფელ შიშკოვციში გაატარა.

ვლადიმირ დიმიტროვი ცნობილია არა მხოლოდ თავისი ნამუშევრებით, არამედ თავისი ცხოვრების წესითაც. მისი ოჯახი ღარიბი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, რაც ცნობილი გახდა, იგი ცდილობდა თავისი ქონება და ფული დაეხარჯა სიღარიბეში მცხოვრებ და ასკეტ პირებს, ხოლო თვითონ ატარებდა ძველ ტანსაცმელს და ჭამდა მხოლოდ ვეგეტარიანულ საკვებს. ზუსტად ეს მიზეზია, რის გამოც მაშინაც კი, როცა ის ცოცხალი იყო, ბევრს სჯეროდა, რომ ის იყო წმინდანი.

ვლადიმირ დიმიტროვი იყო გამოჩენილი მხატვარი, რომელიც იყენებდა ნათელ ფერებს თავის ხელოვნებაში და დღეს მისი ნამუშევრები შეიძლება ჩაითვალოს ფოვიზმის ტიპის ვიდრე ექსპრესიონიზმის. ის იყენებს პოსტიმპრესიონიზმის ტექნიკის ფართო სპექტრს, მაგრამ მისი ნამუშევრები ყოველთვის ძლიერ შეკრულია რეალობასთან და ცდილობს გაამარტივოს ბევრი ფიგურა და კომპოზიცია, რომ ისინი ხელმისაწვდომი იყოს ფართო საზოგადოებისათვის. მთავარი გამომხატველი ძალა გამოსახულების სიწმინდე არ არის, მისი ფერებია. 700-ზე მეტი მისი ფერწერა გამოფენილია "ვლადიმირ დიმიტროვის ხელოვნების გალერეა"-ში, რომელიც მდებარეობს კიუსტენდილში.

ვლადიმირის საპატივცემოდ ანტარქტიდაში, სამხრეთ შეტლანდის კუნძულების არქიპელაგის გრინვიჩის კუნძულზე მდებარე ერთ-ერთი პიკი მის სახელს ატარებს, კერძოდ მაისტორის პიკი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება