ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვლადიმირ დახნო (რუს. Владимир Авксентеевич Дахно; დ. 7 მარტი, 1932, ზაპოროჟიე[1] ― დ. 28 ივლისი, 2006, კიევი, უკრაინა) ― უკრაინელი ანიმატორი, ანიმაციური ფილმების რეჟისორი და სცენარისტი. 1988 წელს გახდა უკრაინის ეროვნული პრემიის ლაურეატი, ხოლო 1996 წელს ― უკრაინის სახალხო არტისტი.[1] ცნობილია ანიმაციური სერიალით „კაზაკები“ (Казаки). მუშაობდა „Київнаукфільм“-ში.

ვლადიმირ დახნო
მშობლიური სახელი Володимир Авксентійович Дахно
დაბადების თარიღი 7 მარტი, 1932
ზაპოროჟიე, დნეპროპეტროვსკის ოლქი, უსსრ
გარდაცვალების თარიღი 28 ივლისი, 2006 (74 წლის)
კიევი, უკრაინა
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირი, უკრაინა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვლადიმირ დახნო 1932 წლის 7 მარტს ზაპოროჟიეში დაიბადა. სკოლის დმათავრების შემდეგ კიევის სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა, საიდანაც მალევე კიევის სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტში გადავიდა, სადაც იოსიფ კარაკისის კლასში სწავლობდა.[2] ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, 1955 წლიდან კიევში არქიტექტორად მუშაობდა. უჩვეულო არქიტექტურული პროექტის შესახებ დისერტაციით დახნომ ცნობილი მულტიპლიკატორების, მარკ დრაიცუნისა და დავიდ ჩერკასკის ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც „Київнаукфільм“-ში მუშაობა შესთავაზეს.

ვლადიმირ დახნო 2006 წლის 28 ივლისს, კიევში, საკუთარ ბინაში სრულიად მარტო გარდაიცვალა. დაკრძალულია კიევში, ბაიკოვეს სასაფლაოზე.

2013 წლის 7 მარტს Google-მა დახნოს სახსოვრად Doodle გამოუშვა.[3]

ჯილდოები

რედაქტირება
  • უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (1982)
  • უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემია (1988)[4] ― ზაპოროჟიელი კაზაკების შესახებ მულტფილმებისთვის
  • უკრაინის სახალხო არტისტი (1996)[4]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Юнаков 2016, p. 273.
  2. Юнаков 2016, p. 272.
  3. Doodle: Volodymyr Dakhno's 81st birthday
  4. 4.0 4.1 Yunakov 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვლადიმირ_დახნო“-დან