ვლადიმერ წერეთელი
ვლადიმერ წერეთელი (დ. 7 აგვისტო, 1947, ჭიათურა) — ქართველი იურისტი.
ვლადიმერ წერეთელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
7 აგვისტო, 1947 ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | იურისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1947 წლის 7 აგვისტოს, ჭიათურაში. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1971-1989 წლებში იყო რესპუბლიკის პროკურორის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, საქართველოს პროკურორის გამომძიებელი, სამმართველოს პროკურორი, მოსამართლე და თბილისის ვაკის რაიონის პროკურორის მოადგილე. იყო თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე და გლდანის რაიონის მოსამართლე 1989-2000 წლებში. 2002 წლიდან არის საოლქო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2006 — სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
მიღებული აქვს რესპუბლიკის პროკურორის 4 მადლობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 550, თბ., 2006.