Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარვაშიძე.

ვლადიმერ ამბაკოს ძე შარვაშიძე (დ. 15 მაისი, 1911, სოფელი ეწერი — გ. ?) — ქართველი საბჭოთა ზოოლოგ-იქთიოლოგი. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1971). საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1983). სკკპ წევრი 1944 წლიდან.

ბიოგრაფიარედაქტირება

1940–1946 წლებში კრასნოიარსკის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი. 1949-1960 წლებში სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების კათედრის გამგე, 1971 წლიდან თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ზოოლოგიის კათედრის პროფესორი. მისი უმთავრესი ნაშრომები ეხება თევზების ევოლუციის, ეკოლოგიის, სისტემატიკის, ემბრიოლოგიის, ბიოგეოგრაფიულ საკითხებს, თევზმეურნეობის ბიოლოგიურ საფუძვლებს. დაჯილდოებულია მედლებით.

ლიტერატურარედაქტირება