ვლადიმერ ფოკი
ვლადიმერ ფოკი (რუს. Влади́мир Алекса́ндрович Фок; დ. 22 დეკემბერი, 1898, სანქტ-პეტერბურგი — გ. 27 დეკემბერი, 1974, ლენინგრადი) — საბჭოთა თეორიტიკოს-ფიზიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირებასაბჭოთა თეორიტიკოს-ფიზიკოსი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ფიკო დაიბადა 1898 წლის 22 დეკემბერს, მეტყევე ინჟინრის ოჯახში. მის მამას მრავალი შრომა ჰქონდა გამოქვეყნებული მეტყევეობის საკითხებზე, მათ შორის „ნარკვევები კავკასიის ტყეების შესახებ“. 1916 წელს ფოკმა დაასრულა პეტროგრადის საშუალო სასწავლებელი და იმავე წელს შევიდა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. რამდენიმე თვის შემდეგ ნებაყოფლობით გამოვიდა უნივერსიტეტიდან და ჩირიცხა პეტროგრადის საარტილერიო სასწავლებელში. აქ მოკლევადიანი კურსის გავლის შემდეგ ფოკი ფრონტზე გაგზავნეს, საიდანაც დაბრუნდა 1918 წელს. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობას იწყებს ლაბორანტად ოპტიკურ ინსტიტუში აკადემიკოს დ. როჟდესტვენსკისთან და პარალელურად სწავლობს უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1922 წელს ფოკმა დაამთავრა უნივერსიტეტის ფიზიკის განყოფილება. ამ დროს იგი უკვე ჩამოყალიბებული მეცნიერი იყო: გარკვეული ჰქონდა სამეცნიერო მიმართულება მომავალი მუშაობისათვის და დაწერილიც ჰქონდა ორი შრომა — ერთი კვანტურ თეორიაში, მეორე - მათმატიკურ ფიზიკაში. ფოკის მეცნიერული ინტერესი დღემდე ამ ორი დარგით და ფარდობითობის თეორიით შემოიფარგლა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ფოკი დატოვეს ასპირანტად. მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო, მაგრამ იგი პეტროგრადის (ლენინგრადის) უნივერსიტეტს არ გაჰყრია. ფოკის სამეცნიერო მოღვაწეობის გარიჟრაჟზე წარმოიშვა ფიზიკის ერთი მეტად მნიშვნელოვანი დარგი - კვანტური მექანიკა, ფოკი ამ ახალი ფიზიკის განვითარებაში ჩაება. იგი საბჭოთა ფიზიკოსებს შორის ერთ-ერთი პიონერია კვანტური მექანიკის დარგში. 1927 წელს ფოკი გეტინგენსა და პარიზს მიავლინეს ერთი წლით.იქიდან დაბრუნებულმა ლენინგრადის უნივერსიტეტში კვანტური მექანიკის კურსის წაკითხვა დაიწყო. 1932 წელს გამოსცა სახელმძღვანელო რუსულ ენაზე კვანტურ მექანიკაში. 1934-1935 სასწავლო წელს ქართველი ასპირანტებისათვის პირველი კურსი კვანტურ მექანიკაში დოცენტმა მ. მირიანაშვილმა წაიკითხა. 1932 წელს ფოკი აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად და ლენინგრადის უნივერსიტეტის პროფესორად. სხვადასხვა დროს იგი შეთავსებით მუშაობდა: ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, ოპტიკურ ინსტიტუტში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში.
ვლადიმერ ფოკის შრომები
რედაქტირებართული ატომების აღნაგობის კვანტური თეორიის დამუშავებისათვის ფოკს 1937 წელს მენდელეევის სახელობის პრემია მიენიჭა, 1937 წელს ლობაჩცევსკის იდეებთან დაკავშირებულ თეორიული ფიზიკის შრომებისათვის ყაზანის ფიზიკა-მათემატიკის საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს. 1939 წელს ფოკი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1945-1945 წლების სამამულო ომის დასაწყისში ფოკი თავდაცვითი ხასიათის სამუშაოს ეწეოდა. შემდეგ იგი ევაკუირებულ იქნა ჯერ ელაბუგაში, ხოლო 1943-1946 წლებში — მოსკოვში. 1946 წელს ფოკი ლენინგრადს დაუბრუნდა. 1943-1946 წლებში შესრულებულ რიგ სამუშაოთა საფუძველზე, რაც ელექტრომაგნიტურ ტალღათა გავრცელებას შეეხებოდა, ფოკს პირველი ხარისხის სახელმწიფო პრემია მიანიჭეს. 1945-1953 წლებში ფოკი დააჯილდოეს ოჯერ ლენინის ორდენითა და ერთხელ შრომის წითელი დროშის ორდენით. მათემატიკურ ფიზიკაში შექმნილ შრომათაგან აღვნიშნავთ კიდევ ერთს — ნულოვანკუთხეებიანი ოთხკუთხედის კონფორმული გარდაქმნები ნახევარსიბრტყეზე. ფოკის ამ შრომამ გამოყენება ჰპოვა კაბელებში სითბური და ელექტრული ველის განსაზღვრის დროს. 1927 წელს ფოკმა დაამუშავა დიელექტრიკის ელექტრული გარღვევის სითბური თეორია; 1930 წელს — გამრუდებულ მავთულში სკინ-ეფექტის ამოცანა; 1933 წელს ქვეყნდება მისი მონოგრაფია კაროტაჟის თეორიის შესახებ. 1926 წელს ფოკმა გამოაქვეყნა შრედინგერის ტალღური განტოლება.
1930 წელს გამოდის ფოკის შრომათა ციკლი, რომელშიც ავტორი, გაცვლითი ეფექტების გათვალისწინებით, ქმნის თვითთანხმობადი ველის მეთოდს. ფარდობითობის თეორიის საკითხებზე მუშაობა ფოკმა 1939 წელს დაიწყო. მომდევნო შრომებში ფოკმა მიიღო აინშტაინის თორიის ფიზიკური აზრის ზოგადი დასკვნები. ფოკი არაერთხელ ყოფილა საქართველოში. უკანასკნელად იგი 1968 წლის სექტემბერში იყო, გრავიტაციის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის ორგკომიტეტს თავად მეთაურობდა.
ვლადიმერ ფოკი გარდაიცვალა 1974 წლის 27 დეკემბერს ლენინგრადში.
ლიტერატურა
რედაქტირება- პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 522-527
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Фок Владимир Александрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ http://www-history.mcs.st-and.ac.uk/BirthplaceMaps/St_Petersburg.html
- ↑ 8.0 8.1 http://link.springer.com/article/10.1007%2FBF01339281
- ↑ http://link.springer.com/article/10.1007%2FBF01330439
- ↑ http://www.chm.bris.ac.uk/pt/harvey/elstruct/biogs.html
- ↑ http://www-history.mcs.st-andrews.ac.uk/Biographies/Fock.html
- ↑ http://www.britannica.com/EBchecked/topic/1474954/Vladimir-Aleksandrovich-Fock
- ↑ http://link.springer.com/content/pdf/10.1007/978-94-011-5734-6_1.pdf
- ↑ http://link.springer.com/article/10.1007%2FBF01336904
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ https://ru_monuments.toolforge.org/wikivoyage.php?id=7802636000
- ↑ http://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/15363830802282409
- ↑ http://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/15363830600665474
- ↑ http://www.britannica.com/EBchecked/topic/256210/Hartree-method
- ↑ http://www.nationmaster.com/encyclopedia/List-of-Russians
- ↑ http://www.diva-portal.org/smash/get/diva2:306951/FULLTEXT01.pdf
- ↑ http://scitation.aip.org/content/aip/journal/jmp/30/9/10.1063/1.528214