ვლადიმერ ტრიანდაფილოვი
ვლადიმერ ტრიანდაფილოვი (დ. 14 მარტი, 1894, ყარსის ოლქი — გ. 12 ივლისი, 1931) — საბჭოთა სამხედრო მოღვაწე და თეორეტიკოსი. იყო პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე. 1918 წელს შეუერთდა წითელ არმიას. 1923 წელს დაამთავრა წითელი არმიის სამხედრო აკადემია. 1923-1931 წლებში მუშაობდა ამავე აკადემიაში. იყო საბჭოთა არმიის გენშტაბის უფროსი. დაიღუპა საავიაციო კატასტროფის დროს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 46.