ვლადიმერ ლინდე
ვლადიმერ ვლადიმერის ძე ლინდე (დ. 25 მაისი (6 ივნისი), 1878, პორხოვი, ფსკოვის ოლქი — გ. 14 აგვისტო, 1956, მოსკოვი) — საბჭოთა მეცნიერი საფეიქრო მრეწველობის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1930), პროფესორი (1916).
1913 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის მეაბრეშუმეთა საზოგადოებას, შემდგომ – საკავშირო სოფლის მეურნეობის აკადემიის მეაბრეშუმეთა სექციას, საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებას და სხვ. ლინდემ დიდად შეუწყო ხელი საქართველოში მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას და საფეიქრო მრეწველობისათვის უმაღლესი კვალიფიკაციის კადრების მომზადებას. მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო ჯილდო.
შრომები
რედაქტირება- Учение о шелке, 2 изд., М. – Л., 1940;
- Технология шелка, М., 1951 (თანაავტ.: П.А.Осипов).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლინდე ვლადიმერ ვლადიმერის ძე დაარქივებული 2023-10-03 საიტზე Wayback Machine.