ვლადიმერ კონიაშვილი
ვლადიმერ გრიგოლის ძე კონიაშვილი, კონიევი (დ. 22 იანვარი, 1868, — გ. 12 დეკემბერი, 1914) — ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის იმპერიის არმიის პოდპოლკოვნიკი.
დაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი (1890). მსახურობდა კავკასიის მე-5 სარეზერვო ქვეით კადრირებულ ბატალიონში, შემდეგ თენგის 77-ე ქვეით პოლკში (დისლოკაციის ადგილი — ქ. ახალციხე). მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. კაპიტანმა კონიაშვილმა თავი გამოიჩინა ოლთისთან ბრძოლაში 1914 წლის 8 დეკემბერს. ამავე შეტაკებაში მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა ყარსის ციხესიმაგრის სამხედრო ჰოსპიტალში. სიკვდილის შემდეგ მიენიჭა პოდპოლკოვნიკის წოდება და დაჯილდოვდა წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით (1916).
ლიტერატურა
რედაქტირება- „სახალხო ფურცელი (სურათებიანი დამატება)“. – 1915. – №31-8 (ამონარიდი ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელიდან“)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Кониев Владимир Григорьевич. «Офицеры русской императорской армии»
- Кониев Владимир – Орден Св. Великомученика и Победоносца Георгия IV-й степени. «Памяти героев Великой войны 1914–1918».