ვლადიმერ კაპანაძე
ვლადიმერ კაპანაძე (დ. 3 სექტემბერი, 1949, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1974–1978 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1979–1985 წლებში თბილისის ცენტრალური სამედიცინო სამსახურის მთავარი ექიმის მოადგილე. 1985 წლიდან საქართველოს კურორტების მართვის საბჭოს მთავარი ექიმი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის, ანგიოპათოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. არის ჯანმრთელობის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
1979 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მისკლენორის გავლენის მორფოლოგიური საფუძვლები ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის განვითარებასა და რეგრესიაზე.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 140