ვლადიმერ ზაქარაია

ვლადიმერ ძიკის ძე ზაქარაია (დ. 1895, სოფ. კირცხი, ახლანდ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, — გ. 1972) — საბჭოთა უშიშროების პოლკოვნიკი (1945).

1915 წელს გაიწვიეს რუსეთის იმპერიის არმიაში. 1917 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკების) პარტიის წევრი. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს იბრძოდა უკრაინაში 1918 წელს. 1921 წლის თებერვალში მონაწილეობდა საქართველოს ოკუპაციაში და იყო ზუგდიდის რევოლუციური კომიტეტის წევრი. 1922 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა საბჭოთა საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში. 1938-1939 წლებში იყო აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი. 1950 წლიდან პენსიონერია. დაჯილდოებულია წითელი დროშის (ორგზის) და წითელი ვარსკვლავის (ორგზის) ორდენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Закарая В. Д. // Петров Н. В., Скоркин К. В. Кто руководил НКВД, 1934—1941 : справочник / Под ред. Н. Г. Охотина и А. Б. Рогинского. — М.: Звенья, 1999.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Закарая В. Д. // Справочник по истории Коммунистической партии и Советского Союза 1898—1991.