ვლადიმერ ვარდოსანიძე

არქიტექტორ-ურბანისტი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვლადიმერ ვარდოსანიძე (დ. 10 აპრილი, 1945, ვლადიკავკაზი) — ქართველი არქიტექტო-ურბანისტი.

ვლადიმერ ვარდოსანიძე
დაბ. თარიღი 10 აპრილი, 1945(1945-04-10)[1] (79 წლის)
დაბ. ადგილი სსრკ[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა არქიტექტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1969 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1990-2007 წლებში საქართველოს ურბანისტთა საზოგადოების თავმჯდომარე. 1969 წლიდან 3 წლის განმავლობაში მუშაობდა „საქქალაქმშენსახპროექტში”. 1972-1977 წლებში ქალაქთმშენებლობის ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო ინსტიტუტის ძეგლთა დაცვის სისტემის წევრი და ძეგლთა აღრიცხვა-პასპორტიზაციის განყოფილების გამგე. 1977 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. 2012 წლიდან საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი. სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევა საქართველოს ქალაქების სოციოლოგიის, ურბანისტიკისა და თეორიის სფეროში. ზემოხსენებულ დარგებში და თანამედრივე არქიტექტურული პრაქტიკის სხვადასხვა საკითხზე გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და კრიტიკული სტატიები: ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

ლიტერატურა

რედაქტირება