ვლადიმერ გურგენიძე (სპორტსმენი)
ვლადიმერ რობერტის ძე გურგენიძე (დ. 30 აპრილი, 1957, თბილისი, — გ. 24 აგვისტო, 2017, მოსკოვის ოლქი) — სპორტსმენი (აკრობატიკა), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1979).
1975-1990 წლებში იყო სსრკ ნაკრების მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. მისი აღზრდილები არიან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები: ინგა გიორგობიანი, მანანა მნათობაშვილი და სხვ. 1992 წლიდან სამწვრთნელო კარიერა გააგრძელა რუსეთში. 2006 წლიდან გარდაცვალებამდე რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 213.