ვლადიმერ გურგენიძე (ინჟინერი)
ვლადიმერ მიხეილის ძე გურგენიძე (დ. 16 ნოემბერი, 1894, თელავი, — გ. 15 სექტემბერი, 1991, თბილისი) — ქართველი ინჟინერი რკინიგზების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1950), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1956).
დაამთავრა ლენინგრადის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი (1926). მუშაობდა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმსა და ამიერკავკასიის სატყეო–ტექნიკურ ინსტიტუტში (1926-1930), ამიერკავკასიის, შემდგომ თბილისის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტში (1930-1959), საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში რკინიგზის სადგურებისა და კვანძების დაპროექტების, მშენებლობისა და ექპულატაციის კათედრის გამგედ (1944-1978). 1978 წლიდან იყო ამავე კათედრის პროფესორ–კონსულტანტი. მისი ძირითადი სამეცნიერო შრომები ეხება რკინიგზის ექპულატაციის საკითხებს
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Улавливающие тупики. Основы проектирования и эксплуатации, М., 1953;
- Железнодорожные станции с сортировочными устройствами на уклонах, Тб., 1961.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 213.