ვლადიმერ გუბელაძე

ვლადიმერ იასონის ძე გუბელაძე (დ. 26 სექტემბერი, 1921, სოფ. ზეკარი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, — გ. 8 თებერვალი, 1944) — ქართველი ჯარისკაცი, საბჭოთა კავშირის გმირი (22 თებერვალი, 1944, სიკვდილის შემდეგ).

1939 წელს სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1940 წლიდან იყო საბჭოთა არმიის რიგებში. II მსოფლიო ომში გვარდიის ლეიტენანტმა გუბელაძემ თავი გამოიჩინა მდ. დნეპრის გადალახვისას 1943 წელის ოქტომბრის ოპერაციის დროს. დაიღუპა ბრძოლაში 1944 წელს. სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. მისი სახელობისაა ქუჩა ქალაქ ბაღდათში.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тбилиси, 1981. გვ. 127-128.

სქოლიო რედაქტირება

  1. Указ Президиума Верховного Совета СССР «О присвоении звания Героя Советского Союза офицерскому, сержантскому и рядовому составу Красной Армии» от 22 февраля 1944 года // Ведомости Верховного Совета Союза Советских Социалистических Республик : газета. — 1944. — 5 марта (№ 13 (273)). — С. 1

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება