ვლადიმერ გონჯილაშვილი
ვლადიმერ გონჯილაშვილი (დ. 17 ოქტომბერი, 1960, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1986–1988 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰოსპიტლის ექიმი–ქირურგი. 1989 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი №1 კლინიკაში. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი გამოგონების და 14 რაციონალიზატორული წინადადების, 4 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი.
1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ტერმინო–დიატერალური გასტროდუოდენალური ანასტომოზი კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობაში.“
1992 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „ლაზერული „შემადუღებელი“ ნაკერი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ქირურგიაში.“
ლიტერატურ
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 77